IUT-მ პორტუგალიის, უკრაინისა და მოლდოვის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IUT), საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობისა და აკადემიური მრავალფეროვნების გასაძლიერებლად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამ უცხოურ უნივერსიტეტთან – მოლდოვის თავისუფალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან. IUT-სა და მოლდოვის თავისუფალ საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს ერთობლივი ინიციატივების ფართო სპექტრს. შეთანხმება ასახავს ორმხრივ ვალდებულებებს და ფოკუსირებულია შემდეგ საკითხებზე: ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება […]

IUT-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „ჟურნალისტიკის რესურსცენტრსა“ და „მწვანე ბიზნესის ასოციაციასთან“

16 თებერვალს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IUT), სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისა და მედია განათლების ხელშეწყობის მიზნით,  „ჟურნალისტიკის რესურსცენტრსა“ და „მწვანე ბიზნესის ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაგეგმავენ ერთობლივ პროგრამებს, ღონისძიებებსა თუ პროექტებს და ხელს შეუწყობენ მდგრადი განვითარების მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებას. ამ პროცესში კი, აქტიურად ჩართავენ სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. მემორანდუმის ფარგლებში, IUT  „ჟურნალისტიკის […]

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ლეიდენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებს გაეცნო

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ლადო  მკერვალიშვილი ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, ლეიდენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეს დაესწრო და დეტალურად გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ლეიდენის უნივერსიტეტი სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს. ლეიდენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რექტორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ევროპაში მოთხოვნად მიმართულებებზე, რათა მოამზადოს კონკურენტუნარიანი ბაკალავრი, რომელსაც სწავლების შემდეგ საფეხურზე შეეძლება ახალი ცოდნის და […]