სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვა

სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების, უნივერსიტეტის დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა აქტების საფუძველზე.

დეპარტამენტი, დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად წარმართვას და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებას.

სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის: 

  • სასწავლო პროცესის მართვა
  • კანცელარია
  • არქივი

ნინო სეფაშვილი

სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი

სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი

კანცელარიის უფროსი

არქივის უფროსი