ბიზნესის ადმინისტრირება (ლოგისტიკა)

აკრედიტებული

ბიზნესის ადმინისტრირების (ლოგისტიკის) პროგრამის აღწერა

პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირება (ლოგისტიკა)

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ლოგისტიკაში

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი (1 ECTS კრედიტი შეესაბამება 25 საათს), 60 კრედიტი წელიწადში. 30 კრედიტი სემესტრში.

პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელი (4 სემესტრი) .

სემესტრი მოიცავს XX სასწავლო კვირას

სწავლების საფეხური: მეორე საფეხური, მაგისტრატურა

პროგრამის ლიდერი: რუსუდან კვარაცხელია; ნათია ბუთხუზი

პროგრამის დამტკიცების თარიღი: N 2/24, 22.03.2024

მოდიფიცირდა: #5/24; 20.09.2024

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე (საერთო სამაგისტრო გამოცდა და განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები).

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ პირმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტი/სერტიფიკატი, უნდა ჩააბაროს გამოცდა საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრში, უცხოურ (ინგლისურ) ენაში. ასევე, სავალდებულოა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩაბარება სპეციალობაში.

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, განსხვავებული წესით, უცხოეთის მოქალაქეებისთვის, სავალდებულოა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობასა და უცხო ენაში. ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსი“.

პროგრამის მიზანი

ბიზნესის ადმინისტრირება (ლოგისტიკა) – სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სფეროს სიღრმისეული ცოდნით აღჭურვილი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, კვალიფიკაციური კადრი, რომელსაც ექნება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სიღრმისეული და სისტემური ცოდნა, ბიზნესის ადმინისტრირების, კერძოდ ლოგისტიკის, არსებული ამოცანების და პრობლემების გადასაჭრელად; პროგრამა ორიენტირებულია ლოგისტიკური ბიზნესის ანალიზის და მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებაზე, რომელიც თანამედროვე კვლევითი საქმიანობით, სტრატეგიული დაგეგმარებით და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრით, წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებული:

1

სიღრმისეულად და სისტემურად განიხილავს ბიზნესის მართვის, ასევე, ლოგისტიკის თანამედროვე კონცეფციებს, თეორიებს, მიდგომებსა და მოდელებს;

2

კრიტიკულად და არგუმენტირებულად მსჯელობს ბიზნეს-ლოგისტიკური სტრატეგიების შერჩევის, სწორად შედგენის და ოპტიმიზაციის, ლიდერობის საკვანძო საკითხებზე;

3

აანალიზებს ბიზნეს- ლოგისტიკის განვითარების შესაძლებლობებს, ტენდენციებს და იღებს გადაწყვეტილებას განვითარების სტრატეგიაზე;

4

ახდენს ციფრული ტექნოლოგიების ჭრილში, ბიზნესის, ლოგისტიკის, სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, ფორმულირებას და ოპტიმალურად გადაწყვეტს, ორიგინალური გზებით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საშუალებით.

5

კომპანიის ღირებულების გაზრდის მიზნით იყენებს თანამედროვე, რაოდენობრივი და თვისებრივი, კვლევის მეთოდებს, სტატისტიკურ მონაცემებს, აანალიზებს და მათზე დაყრდნობით აფასებს, აგებს ბიზნესში ლოგისტიკურ მოდელებს, ახდენს შედეგების ინტერპრეტაციას.

6

დამოუკიდებლად წარმართვს ბიზნესის ადმინისტრირებაში ლოგისტიკის სფეროსთვის დამახასიათებელ კვლევებს თანამედროვე მეთოდებით, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და სტანდარტების დაცვით.

7

დამოუკიდებლად შეიმუშავებს და წარმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს-ლოგისტიკურ პროექტებს უცნობ და მულტი დისციპლინურ გარემოში.

8

ეფექტურად წარადგენს ზეპირი და წერილობითი ფორმით, ლოგისტიკის სფეროში განხორციელებული კვლევის შედეგებს, მიგნებებს, არგუმენტებს, დასკვნებს, როგორც აკადემიური, ასევე, პროფესიული საზოგადოების წინაშე.

9

იზიარებს და აფასებს სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნეს ეთიკის ნორმებს, პრინციპებს ლოგისტიკაში;

10

დამოუკიდებლად განსაზღვრავს შემდგომი სწავლისა და განვითარების საჭიროებებს.

კურსდამთავრებული დარგობრივთან ერთად შეიძენს ზოგადტრანსფერულ უნარებს და გამოცდილებას:

  • მეცნიერების, უცხო ენის ფუნდამენტური საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა,
  • სამუშაო გარემოს მართვა და ადაპტირება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით;
  • პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა;
  • მონაცემების კრიტიკული შეფასება, მათი დამოუკიდებელი ანალიზი, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, დისკუსიებში მონაწილეობა, პროფესიული მოლაპარაკებების წარმართვა;
  • სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი: ახალი ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გამოყენების უნარები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები და აქტივობები:

  • ლექცია
  • სამუშაო ჯგუფში მუშაობა
  • დისკუსია/დებატები
  • ახსნა-განმარტება
  • ჯგუფური მუშაობა- (collaborative) მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL)
  • შემთხვევის ანალიზი- (Case study)
  • დემონსტრირება
  • ინდუქცია
  • დედუქცია
  • ანალიზი
  • სინთეზი
  • როლური თამაში – Role play
  • პრეზენტაცია
  • სიტუაციური ანალიზი
  • ზეპირი გამოკითხვა
  • პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია

სტუდენტის მიღწევების შეფასება

როგორც წესი სტუდენტის შეფასების მიღწევა ხორციელდება შეფასების ფორმებით:

  • შუალედური (მრავალჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %
  • შუალედური გამოცდის შეფასება – მაქსიმალური შეფასების 20%
  • დასკვნითი (ერთჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %

 

შეფასების მეთოდები (შეფასების საშუალება): ლაბორატორიული სამუშაო, MCQ , OSCE, პრაქტიკული სამუშაო, ზეპირი გამოკითხვა, კითხვა -პასუხი, პრეზენტაცია, როლური თამაში, CBL შეფასება, სამეცნიერო პროექტი • სხვ. (იხ. სილაბუსები)

შეფასების კრიტერიუმი: შეფასების მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში.

შეფასების თითოეულ ფორმას (შუალედური შეფასება, შუალედური გამოცდა, დასკვნითი) განსაზღვრული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც, სასწავლო კურსის სპეციფიკისა და სწავლის შედეგების მიღწევის ინტერესის გათვალისწინებით, სხვადასხვა სასწავლო კურსში განსხვავებული შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

▪ შეფასებების მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილება სავალდებულოა.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც: შუალედურ შეფასებაში მინიმალური დადებითი ქულა აქვს მოპოვებული.

შეფასების სისტემა უშვებს:

დადებითი შეფასება:

(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;

უარყოფითი შეფასება:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ მაგისტრანტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება, წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს და  ენიჭება მომდევნო წელს გადამუშავებული სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის უფლება.

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ მაგისტრანტი წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს და კარგავს იგივე ნაშრომის წარდგენის უფლებას.

დასაქმების სფერო და სწავლის შემდგომ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა

დასაქმების სფერო

ბიზნესის ადმინისტრირების (ლოგისტიკა) პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი (როგორც მცირე და საშუალო, ასევე საერთაშორისო) დონის ბიზნეს (ლოგისტიკა) ორგანიზაციაში მისი კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობაზე.

 

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია დოქტორანტურაში კანომდებლობით დადგენილი წესით. რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.