პროგრამის დასახელება: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა – სერტიფიკატი
პროგრამის მოცულობა: — 60 კრედიტი
პროგრამის ხანგრძლივობა — 1 წელი (2 სემესტრი) .
სემესტრი მოიცავს 16 სასწავლო კვირას
პროგრამის ლიდერი: ნანა ქირია, ფილოლოგიის დოქტორი.
პროგრამის დამტკიცების თარიღი: დამტკიცებულია 12.12.2024 საუნივერსიტეტო საბჭოს სხდომაზე
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით.
დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლის/კომპეტენციის მქონე პედაგოგების მომზადება, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის/საგნის სპეციალისტის აღჭურვა ზოგადი დიდაქტიკურ-ფსიქოლოგიური და კონკრეტული პედაგოგიური დარგობრივი კომპეტენციებით. პროგრამა უზრუნველყოფს, სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასკოლო სასწავლო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.
სწავლის შედეგები | |
კურსდამთავრებულები | |
1. | მიიღო სავალდებულო ცოდნა პედაგოგიკის ძირითადი ცნებების შესახებ; |
2. | გაეცნო ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს; |
3. | გაეცნო და გაიაზრა მოზარდის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურები; |
4. | შეიძინა სასწავლო პროცესის მიზანმიმართული დაგეგმვისა და კლასის ეფექტური მართვის უნარი; |
5. | შეუძლია სწავლა/სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება; |
6. | ქმნის საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შესაბამისს სასწავლო გარემოს; |
7. | გაეცნო კონკრეტული საგნების სწავლების მეთოთებსა და სტრატეგიებს და იყენებს მათ პრაქტიკაში; |
8. | გამოიმუშავა მოსწავლეთა მიმართ ობიექტური და თანასწორი დამოკიდებულების უნარი. |
როგორც წესი სტუდენტის შეფასების მიღწევა ხორციელდება შეფასების ფორმებით:
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ვერ ჩააბარა-ს მიღების შემთხვევაში უსდ ნიშნავს დამატებით გამოცდას დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სასკოლო პრაქტიკის შეფასება:
სასკოლო პრაქტიკა ფასდება 100 ქულით და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:
სტუდენტთა დასწრება/აქტიურობა, გაკვეთილის გეგმის შედგენა, ჩატარებული გაკვეთილების შეფასება, დამუშავებული მასალის შეჯამება და შეფასება; სასკოლო პრაქტიკის კოორდინატორის გარდა, სტუდენტის შეფასებაში მონაწილეობას იღებენ სკოლის მასწავლებელი და დირექტორი (სპეციალურად შემუშავებული ფორმების მეშვეობით).
შეფასების მეთოდები (შეფასების საშუალება):
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. აუცილებელია, გავითვალისწინოთ შუალედური შეფასებები და სახვადასხვა აქტივობაში სტუდენტთა მონაწილეობა / ჩართულობა.
შეფასების კრიტერიუმი: შეფასების მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში.
შეფასების თითოეულ ფორმას (შუალედური შეფასება, შუალედური გამოცდა, დასკვნითი გამოცდა) განსაზღვრული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც, სასწავლო კურსის სპეციფიკისა და სწავლის შედეგების მიღწევის ინტერესის გათვალისწინებით, სხვადასხვა სასწავლო კურსში განსხვავებული შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.
შეფასებების მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილება სავალდებულოა.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც: შუალედურ შეფასებაში 21 ქულა აქვს მოპოვებული.
სტუდენტი ფასდება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების N3, 05.01.07 შესაბამისად და უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.
დასაქმების სფერო
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის (7-12 კლასები) შესაბამისი საგნის მასწავლებელი;
სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა
კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა, სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურის საფეხურზე (მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტს შეუძლია სადოქტორო პროგრამაზე განაგრძოს სწავლა).