აკადემიური კეთილსინდისიერება/პლაგიატი

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა და მტკიცე პოზიცია აქვს პლაგიატის წინააღმდეგ.

უნივერსიტეტში შექმნილია პლაგიატის კონტროლის მექანიზმები და დანერგილია პლაგიატის გამოვლენის მოწინავე ელექტრონული სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და პატიოსან აკადემიურ გარემოს, თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური წვლილის პატივისცემას და დაცვას.

უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, რეგულარულად ჩაატაროს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ფართოდ გაავრცელოს ინფორმაცია პლაგიატის შესახებ და გაატაროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება პლაგიატის პრევენციისკენ.

პლაგიატის პრევენციის, გამოვლენისა თუ შემდგომი რეაგირების პროცესში აქტიური ჩართულობით, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ინტელექტუალური პატიოსნების უმაღლესი სტანდარტების დაცვას.