სტომატოლოგია

მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი

პროგრამის დასახელება: სტომატოლოგია

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაცია დიპლომირებული  სტომატოლოგი

პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი (1 ECTS კრედიტი შეესაბამება 25 საათს) , 60 კრედიტი წელიწადში. 30 კრედიტი სემესტრში.

პროგრამის ხანგრძლივობა 5 წელი (10 სემესტრი) .

სემესტრი მოიცავს XX სასწავლო კვირას

სწავლების საფეხური:   მეორე (ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო  პროგრამა)

პროგრამის ლიდერი: თამარ ჯიბუტი

პროგრამის დამტკიცების თარიღი: N 1/24; 16.01.2024

პროგრამის მოდიფიცირების თარიღი: N 5/24; 20.09.2024

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის უფლება.

ბ) უცხოელი მოქალაქეების და მოქალაქეობის არმნე პირებისთვის (გარდაქო იმ პირებისთვის, ვინც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებიც მთლიანად მიიღებენ საქართველოში ან მისი ეკვივალენტური განათლება აღიარებული უცხოური ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.

გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში.

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ვ) მობილობის სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში N10/ნ (04.02.2010) მინისტრის ბრძანების უმაღლესი საგამანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის თანახმად.

უნივერსიტეტი ატარებს ინტერვიუს იმ აბიტურიენტებთან, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაირიცხონ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. მათ უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

კლინიკური დისციპლინების შესწავლამდე სტუდენტი ვალდებულია ინგლისური ენის B2 დონე დაადასტუროს.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრების მომზადება, რომელთაც ექნებათ სათანადო ცოდნა და აღჭურვილი იქნებიან უნარებითა და იმ პროფესიონალური ღირებულებებით – რომელიც საქართველოს და მსოფლიო ბაზრისათვის მოთხოვნადია თანამედროვე რეალობაში.

  1. დენტალურ მედიცინაში საბაზისო მეცნიერებების უახლესი და სიღრმისეული ცოდნის მიღწევა.
  2. სწავლების შესაბამისი საფეხურისათვის დენტალური მედიცინაში კლინიკური და კვლევითი უნარების დაუფლება.
  3. უწყვეტი სწავლისა და განვითარებისათვის მზადყოფნა სამომავლო პროფესიული ზრდის მიზნით.

სწავლის შედეგები

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებული:

1

ახდენს ბიოსამედიცინო, ქცევითი, სოციალური და კლინიკური მეცნიერებების ფუნდამენტური საკითხების ცოდნის ინტერპრეტაციას.

2

სამედიცინო გარემოში ეფექტური კომუნიკაციით (მათ შორის ქართულ ენაზე) შეკრებილი ინფორმაციის (ანამნეზის) ანალიზის საფუძველზე, კონსულტაციას უწევს პაციენტს, ურთიერთობს კოლეგებთან და საზოგადოებასთან ეთიკურ-სამართლებლივი პრინციპების დაცვით.

3

ფიზიკური შეფასების, პაციენტის ფსიქო-სოციალური სტტატუსის შეფასების, დაავადების კლინიკური მანიფესტაციის სირთულის იდენტიფიცირების, შესაბამისი კვლევების დანიშვნის, დიფერენცირებული დიაგნოზის გატარებით – ადგენს საბოლოო დიაგნოზსა და მსჯელობს სტომატოლოგიური დაავადების მართვის გეგმის შესახებ.

4

ატარებს პირველად გადაუდებელ დახმარებას ასაკობრივი თავისებურებების და მდგომარეობის (მაგ: ანაფილაქსიური შოკი) გათვალისწინებით, ახორციელებს BLS (სიმულატორზე) ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მათ ყბა‐სახის მიდამოსა და კბილების ტრავმის დროს

5

გამოწერს სამკურნალწამლო საშუალებებს, ატარებს კლინიკურ მდგომარეობასთან შესაბამის მედიკამენტოზურ თერაპიას, მათი თავსებადობის, გვერდითი, არასასურველი ეფექტების ურთიერთქმედებისა და ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით.

6

ატარებს სავალდებულო ზოგად და სტომატოლოგიურ პრაქტიკულ პროცედურებს დამოუკიდებლად ფანტომზე ან პაციენტზე (ზედამხედველობით), უსაფრთხოების გათვალისწინებით, ინფექციის კონტროლის წესების და ეთიკურ-სამართლებრივი პრინციპების დაცვით.

7

წარმართავს სამედიცინო საქმიანობას მულტიკულტურულ საზოგადოებაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენებით, იცავს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის მოქმედ ნორმებს.

8

მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების გათვალისწინებით (EBM) მოიძიებს სტომატოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურას, კრიტიკული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე აყალიბებს დასკვნებს, აკადემიური პატიოსნებისა და ეთიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

9

ეფექტურად იყენებს ინფორმაციასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის კონფიდენციალობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.

10

ბიოსამედიცინო პრინციპებისა და თანამედროვე სტომატოლოგიური სამეცნიერო მიღწევების გათვალისწინებით ატარებს კვლევას და აანალიზებს მიღებულ შედეგებს წინასწარ შემუშავებილი გეგმის საფუძვლზე.

11

ჯანდაცვის სექტორში ექიმ სტომატოლოგის როლის გათვალისწინებით განაახლებს ცოდნას მთელი ცხოვრების მანძილზე და ახდენს ახალ გარემოში ადაპტაციას.

12

პოპულაციის სტომატოლოგიური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისა და ხელშეწყობისათვის აანალიზებს და მართავს  საჭირო კომპლექსურ ინფორმაციას როგორც ინდივიდის, ასევე პოპულაციის დონეზე.

კურსდამთავრებული დარგობრივთან ერთად შეიძენს ზოგადტრანსფერულ უნარებს და გამოცდილებას :

  1. საბაზისო მეცნიერების , უცხო ენის ფუნდამენტური საკითხების ცოდნა და უკანასკნელის განუწყვეტელი განახლების აუცილებლობის გაცნობიერება.
  2. მონაცემების კრიტიკული შეფასება, მათი დამოუკიდებელი ანალიზი, წერილობითი კომუნიკაციის უნარი. დისკუსიებში მონაწილეობა, პროფესიულ კონტექსტში მოლაპარაკება.
  3. სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი: ახალი ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გამოყენების უნარი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები და აქტივობები:

  • ლექცია
  • სამუშაო ჯგუფში მუშაობა
  • დისკუსია
  • ახსნა-განმარტება
  • ჯგუფური მუშაობა- (collaborative) მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL)
  • შემთხვევის ანალიზი- (Case study)
  • დემონსტრირების მეთოდი (ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება)
  • პრაქტიკული მუშაობა
  • ინდუქცია
  • დედუქცია
  • ანალიზის მეთოდი
  • სინთეზის მეთოდი
  • ლაბორატორიული მეცადინეობა
  • VR (Virtual Reality )მეთოდი
  • კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება (CBL)
  • კლინიკური კლერკშიპი
  • „სავარძელთან სწავლება“ და „საწოლთან სწავლება“
  • როლური თამაში – Role play

სტუდენტის მიღწევების შეფასება

როგორც წესი სტუდენტის შეფასების მიღწევა ხორციელდება შეფასების ფორმებით:

  • შუალედური (მრავალჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %
  • შუალედური გამოცდის შეფასება – მაქსიმალური შეფასების 20%
  • დასკვნითი (ერთჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %

 

შეფასების მეთოდები (შეფასების საშუალება): ლაბორატორიული სამუშაო, MCQ , OSCE, პრაქტიკული სამუშაო, ზეპირი გამოკითხვა, კითხვა -პასუხი, პრეზენტაცია, როლური თამაში, CBL შეფასება, სამეცნიერო პროექტი • სხვ. (იხ. სილაბუსები)

შეფასების კრიტერიუმი: შეფასების მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში

შეფასების თითოეულ ფორმას (შუალედური შეფასება, შუალედური გამოცდა, დასკვნითი) განსაზღვრული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც, სასწავლო კურსის სპეციფიკისა და სწავლის შედეგების მიღწევის ინტერესის გათვალისწინებით, სხვადასხვა სასწავლო კურსში განსხვავებული შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

▪ შეფასებების მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილება სავალდებულოა.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც: შუალედურ შეფასებაში მინიმალური დადებითი ქულა აქვს მოპოვებული.

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ვერ ჩააბარა-ს მიღების შემთხვევაში უსდ ნიშნავს დამატებით გამოცდას  დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. 

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დასაქმების სფერო და სწავლის შემდგომ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს უმცროს ექიმად (სტომატოლოგად), რომელიც ასრულებს ექიმის ფუნქციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტის მითითებით და პასუხისმგებლობით (საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, მ.5). საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს:

ა) გაიაროს რეზიდენტურის კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება (საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, მ.17) და/ან

ბ) გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში, დაკავდეს პედაგოგიური და/ან სამეცნიერო საქმიანობით.