თამარ თავართქილაძე 2024 წლიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 2013 წლიდან მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სხვადასხვა წლებში იკავებდა სპეციალისტის, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, მოვალეობის შემსრულებლისა და ბიბლიოთეკარის პოზიციებს.
2022- 2023 წლებში იყო „საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორ-ის“ ბიბლიოთეკარი. 2021 – 2022 წლებში კი, კერძო სკოლა „ლილეში“იკავებდა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოზიციას.
არის საზოგადოებრივი კავშირი „თეთრი მანდილი 21+1-ის“ დამფუძნებელი.
2002 – 2008 წლებში მუშაობდა კომპიუტერული უზრუნველყოფისა და კორექტორის პოზიციაზე საქართველოს საპატრიარქოს შემოქმედის ეპარქიის ჟურნალ-გაზეთების რედაქცია „ანი და ჰოე-ში“.
თამარ თავართქილაძემ 2022 წელს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაში გაიარა სასწავლო დაწესებულებების და რეგიონალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკართა გადამზადების ზოგადი პროგრამა. სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.