საუნივერსიტეტო საბჭო უნივერსიტეტის მართვის ორგანოა, რომელიც ირჩევა 3 წლის ვადით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, ვიცე რექტორი, ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, დეკანები, სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი და არჩევითი წევრები – აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე, შემდგომში უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.
საუნივერსიტეტო საბჭოს თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი. საუნივერსიტეტო საბჭოს წევრთა არჩევა და არჩევნების ჩატარების წესი განსაზღვრულია „თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ფორმირების წესით“.