თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

თბილისის საერთაშორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით (შემდგომში – ბიბლიოთეკა) სარგებლობის წესები ეფუძნება საქართველოს კანონს „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ და შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებას.

მკითხველი ვალდებულია, გაეცნოს ბიბლიოთეკასა და სამკითხველო  დარბაზში  მომსახურების წესს და დაიცვას იგი.

 

მუხლი 1: ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება

1.1. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვს ბიბლიოთეკაში გაწევრიანებულ ყველა პირს.

მუხლი 2: ბიბლიოთეკაში გაწევრიანება

2.1. ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უფლება აქვთ:

     ა) უნივერსიტეტის სტუდენტებს;

     ბ) უნივერსიტეტის  პერსონალს;

     გ) აკადემიურ პერსონალს

     დ) უნივერსიტეტის მიერ მოწვეულ პირებსა

     ე) სხვა სტუმრებს

2.2. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება დასტურდება ბიბლიოთეკის მკითხველთა ერთიან ბაზაში სარეგისტრაციო ჩანაწერით

2.3. მკითხველთა გაწევრება ხდება ელექტრონული ფორმით ბიბლიოთეკის მკითხველთა ბაზაში; 

მუხლი 3: ბიბლიოთეკაში სტუდენტის გაწევრიანება

3.1. უნივერსიტეტის სტუდენტის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც ერთხელ გაწევრიანდება ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიან პროგრამაზე სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად სწავლების მთელი პერიოდისათვის და ბიბლიოთეკის წევრობას ინარჩუნებს  სამაგისტრო პროგრამით  სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც;

3.2. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საბიბლიოთეკო რესურსებითა და სამკითხველო დარბაზით.

3.3. უნივერსიტეტის  სტუდენტისათვის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

მუხლი 4. ბიბლიოთეკაში პერსონალის გაწევრიანება

4.1. უნივერსიტეტის პერსონალის ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება მათ მიერ შესაბამის პოზიციებზე ყოფნის განმავლობაში.

მუხლი 5. ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა და დაბრუნება

5.1. ბიბლიოთეკედან წიგნის გატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, ეგზემპლიარების რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.

5.2. ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება გაიცეს:

  • წიგნი, რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში;
  • პერიოდული გამოცემები (ჟურნალები გაზეთები);
  • იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები;
  • ვიდეო და აუდიო მასალები;
  • ლექსიკონები;
  • ენციკლოპედიები;

 

5.3. წიგნის გატანა შესაძლებელია შემდეგი ვადებით:

     ა) სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა – 10 დღე; წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება ხდება ერთხელ – 10 დღით;

     ბ) სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, რომელიც განკუთვნილია მიმდინარე სემესტრში სტუდენტთა მოხმარებისათვის, გაიცემა მხოლოდ 24 საათით; წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება ხდება ერთხელ – 24 საათით;

5.4. ბიბლიოთეკიდან ერთდროულად შესაძლებელია 3-4 წიგნის გატანა.

5.5. წიგნის გაცემასა და მიღებას აწარმოებს ბიბლიოთეკარი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. პროგრამაში მითითებულია წიგნის გატანისა და დაბრუნების ვადები

5.6. მკითხველი ვალდებულია, მითითებულ ვადებში დააბრუნოს წიგნი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია გადავადება;

5.7. წიგნის დაბრუნების ვადის გასვლისას ვრცელდება შემდეგი პირობები:

  • წიგნის დაბრუნების ვადის გადავადება მკითხველს შეუძლია ბიობლიოთეკართან პირადად შეთანხმებით;
  • წიგნის დაბრუნების ვადის გადადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა;
  • წიგნის დაუბრუნებლობის, დაბრუნებით დაგვიანების ან დაზიანების შემთხვევაში ვრცელდება შემდეგი წესები:
  • წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 14 დღის შემდეგ მკითხველი ვეღარ შეძლებს  ბიბლიოთეკის სერვისებით სარგებლობას;
  • წიგნის დაბრუნების ვადიდან 30 დღის გასვლის შემდეგ გატანილი წიგნი ავტომატურად ითვლება დაკარგულად. მკითხველი ვალდებულია, ჩაანაცვლოს დაკარგული ეგზემპლარი იმავე ან მსგავსი თემატიკის ეგზემპლარით;
  • თუ პირი შემჩნეულია წიგნის ან შესაბამისი მასალის ვადაგადაცილებით დაბრუნებაში შესაძლებელია, უარი ეთქვას ბიბლიოთეკიდან სათანადო ლიტერატურის  გატანის უფლებაზე;

 

5.8. ბიბლიოთეკაში დავალიანების მქონე სტუდენტებზე არ გაიცემა დიპლომი;

5.9. დიპლომის ასაღებად ან მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასვლისას სტუდენტი,  სხვა  საჭირო დოკუმენტებთან ერთად,  წარადგენს  ე. წ ,,შემოვლის ბარათს,“  რომელიც  დაადასტურებს, რომ  მას არ აქვს  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება;

5.10. წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველს შეუძლია წარმოადგინოს იგივე დასახელების ერთეული ან სანაცვლოდ სხვა დასახელების ერთეული ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს აქტით განსაზღვრული ღირებულება;

შენიშვნა:  ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას, გამონაკლისის სახით შეუძლია,  მოითხოვოს  წიგნის ან/და ბიბლიოთეკიდან გატანილი  სხვა  მასალის  ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ დროს მომხმარებელი ვალდებულია,  გამოთხოვილი მასალა დააბრუნოს  შეტყობინების მიღებიდან  24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში  მკითხველი ჩაითვლება  დავალიანების მქონედ და მასზე გავრცელდება შესაბამისი სანქციები.

მუხლი 6. ბიბლიოთეკაში ქცევის წესები

6.1. ბიბლიოთეკით მოსარგებლე ვალდებულია:

     6.1.1. დაიცვას უნივერსიტეტის ეთიკის კოდეექსით და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები.

     6.1.2. გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ბიბლიოთეკის მატერიალურ ტექნიკური ბაზა.

     6.1.3. წიგნის გამოყენების შემდეგ თვითნებურად არ დადოს წიგნი თაროზე,

     6.1.4. წიგნი უნდა მიუბრუნოთ ბიბლიოთეკარს: ბიბლიოთეკის თანამშრომელი თვითონ დააბრუნებს მას ადგილზე.

     6.1.5. წიგნის დაჯავშნის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი  თხოვნით მიმართავს ბიბლიოთეკარს. დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ 2 დღის ვადით.

6.2. ბიბლიოთეკის  სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები

     6.2.1. წიგნის სარგებლობის შემდეგ იგი უნდა გადაეცეს ბიბლიოთეკარს;

     6.2.2. სამკითხევლო დარბაზში აკრძალულია:

  • მოწევა;
  • ხმაური;
  • საჭმლის შეტანა და გამოყენება;
  • წიგნის ან სხვა სასწავლო მასალის დაზიანება;

 

6.2.3. ბიბლიოთეკაში დაიშვება მხოლოდ წყალი

6.2.4. აღნიშნული წესებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს აბონენტისთვის ბიბლიოთეკის წევრობის გაუქმებას და დაჯარიმებას.