საბაზისო სასწავლო კურსების ოფისი კოორდინაციას უწევს საბაზისო ბიოსამედიცინო მეცნიერებების სწავლებას უნივერსიტეტში. ოფისი უზრუნველყოფს მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიის და ჰისტოლოგიის ლაბორატორიის გამართულ ფუნქციონირებას. ასევე, ანატომიის კაბინეტის მართვასა და მუდმივ განახლებას საჭირო ინვენტარით.
საბაზისო სასწავლო კურსების ოფისი ჩართულია ინტეგრირებული საბაზისო საგნების გამოცდების ორგანიზებასა და მენეჯმენტში, განიხილავს საგამოცდო მასალებს, ტესტებს და მჭიდრო კავშირშია სხვა ოფისებთან.
საბაზისო სასწავლო კურსების ოფისი მუდმივად ამონიტორინგებს საბაზისო ბიოსამედიცინო მეცნიერებების სწავლების ხარისხს.