ქეთევან მდინარაძე

ბიზნესის სკოლის დეკანი

ბიოგრაფია

ქეთევან მდინარაძე 2023 წლიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი. პარალელურად, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართელოს  უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2000-2008 წლებში კი, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში იყო წამყვანი სპეციალისტი.

გამოქვეყნებული აქვს 3 სახელმძღვანელო და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

განათლება

ქეთევან მდინარაძემ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა – ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1995 წელს კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

გავლილი აქვს არაერთი ტრენინგ-კურსი, მათ შორის – აშშ ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭოს ტრენინგი „ინოვაციური მეთოდები სწავლებაში“ და Erasmus +-ის რამდენიმე კურსი – აქტიური სწავლების საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

ნატო ზაქარეიშვილი

ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე