საუნივერსიტეტო კლინიკური უნარების ოფისი

საუნივერსიტეტო კლინიკური უნარების ოფისი არის უნივერსიტეტის  კლინიკური უნარების და სიმულაციური მედიცინის ცენტრი, სადაც ხორციელდება სამედიცინო/ქირურგიული უნარების შესწავლა მანეკენებსა და მულაჟებზე, ლაბორატორიული სამუშაოები. ოფისი აერთიანებს მიკრობიოლოგიისა და ბიოქიმიის ლაბორატორიას, ჰისტოლოგიის ლაბორატორიას და ფარმაციის ლაბორატორიას, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და საჭირო მასალებით.

საუნივერსიტეტო კლინიკური უნარების ოფისი აორგანიზებს და ახორციელებს ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას – OSCE და ობიექტურად სტრუქტურირებულ პრაქტიკულ გამოცდას – OSPE.

ყველა ოთახი აღჭურვილია კამერებით და დაკვირვება საგამოცდო პროცესზე ხდება საკონტროლო ოთახიდან.