ნინო კასრაძე 2023 წლიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი და ასოცირებული პროფესორი. ნინო კასრაძეს მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეპიდემიოლოგიაში და არის ლიცენზირებული ექიმი. Მისი სამედიცინო-პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება უკავშირდება კლინიკური ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრს საქართველოში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამედიცინო განყოფილებებს საქართველოსა და ერაყში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სამედიცინო პროგრამების ფარგლებში, მუშაობდა საქართველოში თბილისის, ცხინვალისა და სოხუმის დელეგაციებში. მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამედიცინო განყოფილებაში თბილისსა და ბაღდადში (ერაყი).
ნინო კასრაძე არის ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის კოორდინატორი და AHA -ს ინსტრუქტორი შემდეგ დისციპლინებში: First Aid, BLS, ACLS. არის საქართველოს PHTLS -ის პროგრამის ნაციონალური კოორდინატორი და NAEMT-ის ინსტრუქტორი.
მისი პედაგოგიური გამოცდილება იწყება 2018 წლიდან და უკავშირდება რამდენიმე უნივერსიტეტს საქართველოში. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებზე, სემინარებსა და ვორკშოპებზე.
მონაწილეობდა რამდენიმე კვლევაში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამედიცინო ჟურნალებში.
ნინო კასრაძემ 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სამკურნალო ფაკულტეტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია.
ამავე წელს მიიღო ზოგადი პროფილის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი.
2022 წელს მიენიჭა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი ეპიდემიოლოგიის მიმართულებით.
თამარ შარაშენიძე 2023 წლიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანის მოადგილე და 2024 წლიდან – ასოცირებული პროფესორი. პარალელურად, „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და „ალტეს“ მედიცინის სკოლებში არის მიწვეული ლექტორი. ასევე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში – მედიცინის საერთაშორისო სკოლის აფილირებული ასისტენტი, კლინიკური უნარების მიმართულებით.
2008 წელს ემორის უნივერსიტეტის, პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის (PFID) და USAID ერთობლივი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, გახდა ამერიკული პარტნიორობის პოსტდიპლომური განათლების პროგრამის ლექტორი. 2000 წლიდან კი მუშაობდა ატლანტა-თბილისის პარტნიორობაში, პოსტდიპლომური უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსების პედაგოგად. 2004-2006 წლებში იყო ფარმაცევტული კომპანია „ჯი.პი.ჯის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
არის ექვსი სტატიისა და ერთი აბსტრაქტის ავტორი და თანაავტორი. მისი სტატიებიდან სამი საერთაშორისო იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნდა.
თამარ შარაშენიძეს 2023 წელს მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი.
აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების“ სპეციალობით. 1999 წელს კი, მინიჭებული აქვს ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია.
გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი მედიცინის სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების, კლინიკური უნარების სწავლებისა და სტატისტიკური კვლევების მიმართულებით.