პროგრამის დასახელება: ფარმაცია
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ფარმაციის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (1 ECTS კრედიტი შეესაბამება 25 საათს), 60 კრედიტი წელიწადში. 30 კრედიტი სემესტრში.
პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელი (8 სემესტრი) .
სემესტრი მოიცავს XX სასწავლო კვირას
სწავლების საფეხური: პირველი საფეხური, ბაკალავრიატი
პროგრამის ლიდერი: ანზორ გოგიბერიძე
პროგრამის დამტკიცების თარიღი: N 1/24; 16.01.2024
პროგრამის მოდიფიცირების თარიღი: N 5/24; 20.09.2024
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის უფლება.
ბ) უცხოელი მოქალაქეების და მოქალაქეობის არმნე პირებისთვის (გარდაქო იმ პირებისთვის, ვინც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებიც მთლიანად მიიღებენ საქართველოში ან მისი ეკვივალენტური განათლება აღიარებული უცხოური ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.
გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში.
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ვ) მობილობის სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში N10/ნ (04.02.2010) მინისტრის ბრძანების უმაღლესი საგამანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის თანახმად.
უნივერსიტეტი ატარებს გამოცდას იმ აბიტურიენტებთან, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაირიცხონ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. მათ უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
სწავლების მეექვსე სემესტრის დადგომამდე სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს. ინგლისური ცოდნის B2 დონეზე.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ფარმაცევტ ბაკალავრების მომზადება, რომელთაც ექნებათ სათანადო ცოდნა და აღჭურვილი იქნებიან უნარებითა და იმ პროფესიონალური ღირებულებებით – რომელიც საქართველოს და მსოფლიო ბაზრისათვის მოთხოვნადია თანამედროვე რეალობაში.
სწავლის შედეგები | |
კურსდამთავრებული: | |
1 | ფლობს ზოგად ცოდნას საბაზისო და თანამედროვე ფარმაციის, საბუნებისმეტყველო, ქცევითი და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. |
2 | აღწერს სამკურნალო პრეპარატების (ქიმიური და ბუნებრივი წარმოშობის) ფარმაკოლოგიურ და ქიმიურ თვისებებს, მათ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, მათი მომზადების ტექნოლოგიებს, უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიღების მექანიზმებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, წამლების წარმოებისა და ფარმაცევტული მომსახურების კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს. |
3 | აღწერს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას მიკრო და მაკრო დონეზე, მეტაბოლიზმს და მის რეგულაციას, ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს, მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს. |
4 | განიხილავს სამკურნალო პრეპარატების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებსა და მათ სამიზნეებს, მოქმედების მექნიზმებს, ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას, პრეპარატების ჩვენებებს, უკუჩვენებებს, თანმხლებ მოვლენებს, თავსებადობას, ეფექტური და ხარისხიანი ფარმაცევტული ზრუნვის თეორიულ საფუძვლებს მისი პრაქტიკაში განხორციელების გზებს და ეკონომიკურ, კლინიკურ და ჰუმანისტურ შედეგებს. |
5 | მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განახორციელებს პაციენტზე ორიენტირებულ მაღალი ხარისხის ფარმაცევტულ დახმარებას ინტერპროფესიული ურთიერთობების გათვალისწინებით პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. |
6 | ახორციელებს მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად, წამლისა და წამლის ხარისხის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შერჩევის, შეფასების, ორგანიზებისა და გავრცელების უნარის დემონსტრირებას სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის საკომუნიკაციო ტექნოლოგიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. |
7 | შეიმუშავებს და განახორციელებს ფარმაციის სფეროსათვის დამახასიათებელი კვლევითი/პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და წარადგენს კონტექსტისთვის შესაბამისი ფორმებითა და ტექნოლოგიებით; |
8 | განსაზღვრავს უწყვეტი განათლების მნიშვნელობას განვითარებად ფარმაცევტულ სფეროში და ზრუნავს პროფესიული განვითარებისთვის. |
როგორც წესი სტუდენტის შეფასების მიღწევა ხორციელდება შეფასების ფორმებით:
შეფასების მეთოდები (შეფასების საშუალება): ლაბორატორიული სამუშაო, MCQ , OSCE, პრაქტიკული სამუშაო, ზეპირი გამოკითხვა, კითხვა -პასუხი, პრეზენტაცია, როლური თამაში, CBL შეფასება, და სხვ. (იხ. სილაბუსები)
შეფასების კრიტერიუმი: შეფასების მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში
შეფასების თითოეულ ფორმას (შუალედური შეფასება, შუალედური გამოცდა, დასკვნითი) განსაზღვრული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც, სასწავლო კურსის სპეციფიკისა და სწავლის შედეგების მიღწევის ინტერესის გათვალისწინებით, სხვადასხვა სასწავლო კურსში განსხვავებული შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.
▪ შეფასებების მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილება სავალდებულოა.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც: შუალედურ შეფასებაში მინიმალური დადებითი ქულა აქვს მოპოვებული.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ვერ ჩააბარა-ს მიღების შემთხვევაში უსდ ნიშნავს დამატებით გამოცდას დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე, თუ სამაგისტრო პროგრამის წინაპირობა არ არის შეზღუდული კონკრეტული სპეციალობის ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხით.
„ფარმაციის ბაკალავრის“ აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ ბაკალავრი წარმატებით შეძლებს მუშაობას სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში, როგორიცაა: ფარმაცევტული ბაზა; აფთიაქი; წამლის ხარისხის კონტროლის, სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის, ფარმაცევტულ და ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიებში; სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში.