უწყვეტი განათლების ცენტრი

ცენტრის შესახებ

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიზანია ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და უწყვეტი განათლების მხარდაჭერა. ცენტრი მიზნად ისახავს უწყვეტი განათლების პროგრამების შექმნის და ადმინისტრირების მეშვეობით საუნივერსიტეტო და ფართო საზოგადოებას საშუალება მისცეს უნივერსიტეტის რესურსები და გამოცდილება გამოიყენოს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის და ახალი პროფესიული უნარების შესაძენად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

უწყვეტი განათლება ემყარება ცხოვრების და სწავლების ინტეგრაციას, რომელიც მოიცავს მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიწოდებას ყველა ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული ადამიანებისთვის, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა მოდალობების მეშვეობით და ცოდნის შეძენის ფართო მოთხოვნებს და საჭიროებებს აკმაყოფილებს.

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების, ადმინისტრაციის თუ აკადემიური პერსონალის, ასევე ფართო საზოგადოების პროფესიული ცოდნის გაღრმავება, უნარ-ჩვევების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ცენტრი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს ტრენინგ პროგრამებს, სხვადასხვა თემატიკის კურსებს, ლექცია-სემინარებს თუ ვებინარებს მათი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის მაღალი მოთხოვნების კარიერისთვის მოსამზადებლად ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ბიზნესი, კომერციალიზაცია, ტექნოლოგია და ა.შ.

ცენტრი გთავაზობთ შერეული სწავლების მიდგომებს, როდესაც დისტანციური სწავლების ან ელექტრონული სწავლების კომბინაცია ხდება პირისპირ სწავლებასთან. ეს ხდის სწავლას და სწავლებას უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს.

ტრენინგ-კურსები

კომპიუტერული განათლება

  1. კომპიუტერის საბაზისო უნარები
  2. MS Word საბაზისო კურსი
  3. Excell საბაზისო კურსი
  4. სრული კურსი საოფისე პროგრამებში

უცხო ენები

  1. ქართული ენა უცხოელებისთვის (მოსმენის, წერის, კითხვის და ლაპარაკის უნარ-ჩვევები)
  2. ინგლისური ენა (ინგლისური A1, A2 დონე, B1, B2 დონე)

პიროვნული განვითარების უნარები

  1. კომუნიკაციის უნარები/ ეფექტური მოსმენა და საუბარი/პრეზენტაცია/წერის ხელოვნება
  2. ლიდერობა/პრობლემის გადაწყვეტა/ეფექტური კომუნიკაცია/ საქმიანი მოლაპარაკებების მართვა/ლიდერობა და გუნდის მართვა
  3. პიროვნული განვითარება – ჩვევები წარმატებისთვის
  4. დროის მართვა: დროისა და მიზნების მართვა, პროდუქტიულობა და დროის მენეჯმენტი
  5. წარმატება: მიზნების დასახვა და მიღწევა, ცვლილებების მართვა
  6. თვითდისციპლინა პიროვნული და კარიერული წარმატებისთვის.

ბიზნეს მენეჯმენტი, მეწარმეობა

  1. ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება; მართვის თანამედროვე ტენდენციები
  2. მარკეტინგი/სოციალური მედია მარკეტინგი
  3. როგორ დავიწყო ნულიდან და გავზარდო გაყიდვები? გაყიდვების მენეჯმენტი, გაყიდვების განვითარების პროგრამა
  4. მეწარმეობა და ბიზნეს პროექტების წერა
  5. საპროექტო წინადადების წერა

სამედიცინო უწყვეტი განათლების პროგრამები

  1. პირველი დახმარება არასამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის
  2. მედდების გადამზადების კურსი

ლექცია-სემინარები

  1. ციფრული წიგნიერების უნარები: საინფორმაციო წიგნიერება; მედია განათლება; საინფორმაციო და საკომუნიკაციო განათლება, ხელოვნური ინტელექტი
  2. მეწარმეობა, როგორც კარიერის შეცვლის საშუალება
  3. ბიზნესის რეაგირება კლიმატის ცვლილებაზე; ნახშირბადის ანაბეჭდის შემცირების სტრატეგიები; ადაპტაციის ღონისძიებები ბიზნესისთვის
  4. სოციალური მეწარმეობა – სიკეთის კომერციალიზაცია;~. სოციალური მეწარმეობა: სოციალური მეწარმეობის განმარტება და მახასიათებლები; წარმატებული სოციალური საწარმოების მაგალითები; ბიზნეს მოდელები სოციალური გავლენისთვის
  5. პოლიტიკა და ადვოკატირება მდგრადი ბიზნესისთვის: ბიზნესის როლი პოლიტიკურ ადვოკატირებაში; მთავრობებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მარეგულირებელი გამოწვევების მოგვარება; მდგრადობის ანგარიშგება და სტანდარტები
  6. მწვანე ეკონომიკა, ცირკულარული ეკონომიკა
  7. მწვანე მედიცინა

უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი

ნინო ლაგვილავა

ბიოგრაფია

ნინო ლაგვილავა 2023 წლიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვევტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.  მას აქვს 28 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო განვითარების მიმართულებით, კერძოდ წლების განმავლობაში ის მუშაობდა ახალგაზრდების, ქალების, ინსტიტუციური მშენებლობის, მშვიდობის და უსაფრთხოების თემებზე; გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის საკითხებზე; დემოკრატიული მმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობის საკითხებზე. 2015-2023 წლებში ის მუშაობდა USAID-ის ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად; მანამდე მუშაობდა ეროვნული კონსულტანტად გაეროს ქალთა ორგანიზაციაში (UN Women). 2002–2010 წლებში იგი მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP Georgia), როგორც პროექტის კოორდინატორი და რიგი პროგრამების მენეჯერი; 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში მოწვეულ სპეციალისტად საერთაშორისო საკითხებში.

განათლება

ნინო ლაგვილავას მიღებული აქვს ევროპამცოდნეობის მაგისტრის ხარისხი (ევროპის ინტეგრაცია და ევროპის უსაფრთხოება) ბირმინგემის უნივერსიტეტიდან, დიდი ბრიტანეთი (2000-2001წწ.) და დიპლომი უცხო ენებების სპეციალობაში (თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი; 1985-1990).

ნინო ლაგვილავა არის არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსის, კონგრესის,  კონფერენციის დელეგატი და მონაწილე.