ცენტრის შესახებ

კარიერული და სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის უმთავრესი ფუნქციაა სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა,  დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიული და  სოციალური უნარების რეალიზებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმები

  • საკონსულტაციო საათები

 

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ კარიერული და სტუდენტთა მხარდაჭერის   ცენტრის საკონსულტაციო სერვისით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში. სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ კარიერული და სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრს და გაიარონ მათთვის საინტერესო თემებზე კონსულტაცია, გაეცნონ რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის, ავტობიოგრაფიის შემუშავების პრინციპებს და ა.შ.


  • კომუნიკაცია სოციალური ქსელის საშუალებით

 

სოციალურ ქსელებში კარიერული და სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის დახურული ჯგუფები უზრუნველყოფს სტუდენტების მყისიერ ინფორმირებას ახალი ვაკანსიებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ. ამავე ჯგუფებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.


  • დამსაქმებელ კომპანიებთან შეხვედრები

 

კარიერული და სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრი უზრუნველყოფს დამსაქმებელ კომპანიებთან სტუდენტების შეხვედრას თვეში მინიმუმ ერთჯერ.


  • პარტნიორულ ურთიერთობას დამსაქმებლებთან

 

ცენტრი ითანამშრომლებს როგორც კერძო, ისე – საჯარო სექტორთან. ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე, სტუდენტები პერიოდულად მიიღებენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზებებს.



  • არაფორმალური განათლება

 

კარიერული და სტუდენტური მხარდაჭერის ცენტრი აორგანიზებს საჯარო ლექციებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ასევე, ხელს უწყობს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული ტრენინგებისა და სემინარების გავლაში, რაც საშუალებას მისცემს გაიღრმაონ ცოდნა ან შეიძინონ ახალი უნარები.


  • დამსაქმებელთა ბაზა

 

კარიერული და სტუდენტური მხარდაჭერის ცენტრი აწარმოებს და პერიოდულად აახლებს პოტენციური დამსაქმებლების ბაზას.


  • დამსაქმებელთა ფორუმი

 

ცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე , ყოველწლიურად დაესწრება სხვადასხვა სახის ფორუმებს. ფორუმი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ასევე – სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გააცნონ ერთმანეთს სიახლეები, მოთხოვნები და გამოწვევები. ფორუმებზე ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერთ სივრცეში გააცნონ თავი მათთვის საინტერესო სფეროს წარმომადგენლებს.


  • სტაჟირება უნივერსიტეტში

 

ცენტრი აწვდის ინფორმაციას სტუდენტებს უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამების შესახებ.


  •  სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა

 

ცენტრი ყოველწლიურად ატარებს კმაყოფილების კვლევას – თუ რამდენად სწორად, მიზანმიმართულად ხორციელდება სამუშაო პროცესი.