თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანთლებლო პროგრამებზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად.
აბიტურიენტმა სტატუსის მოპოვებისათვის საჭიროა გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდგომ მიმართოს უნივერსიტეტს განცხადებით ჩარიცხვის შესახებ.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
აბიტურიენტმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. სხვა შემთხვევაში, ის ვერ მოხვდება ჩარიცხვის ბრძანებაში და ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს.
შენიშვნა: სტუდენტი რომელიც ვერ გამოცხადდა უნივერსიტეტში ადმინისტრაციული რეგისტაციის ვადებში, მას აქვს უფლება მიმდინარე სასწავლო წლის 1 ივნისამდე მიმართოს დაწესებულებას.