ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებს (უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ) უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი მიენიჭებათ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
უნივერსიტეტში საბაკალავრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პროცედურა:
ჩარიცხვის წინაპირობა: