კვლევითი ცენტრი

 

კვლევითი ცენტრის შესახებ

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი  წარმოადგენს   უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულს. ცენტრი ავითარებს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მიმართულებას, ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას და უზრუნველყოფს ახალგაზრდა მკვლევრების და მეცნიერების ჩართვას სამეცნიერო საქმიანობაში.

ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების,  წინამდებარე დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

კვლევითი ცენტრის მიზნებია:

  • უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება;
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობების მენეჯმენტი;
  • საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
  • ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
  • სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • ქართულ და უცხოურ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
  • განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის (მათ შორის მედიცინის მიმართულებით) სამკუთხედის ჩამოყალიბება-განვითარებაზე ზრუნვა უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პარტნიორების, საერთაშორისო ფონდების ჩართულობით;
  • მდგრადი განვითარების პრინციპების და მიზნების გათვალისწინება უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.