ბიზნესის ადმინისტრირება (ქართული)

აკრედიტებული

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის აღწერა

პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი)

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

პროგრამის მოცულობა: — 180 კრედიტი (1 ECTS კრედიტი შეესაბამება 25 საათს), 60 კრედიტი წელიწადში. 30 კრედიტი სემესტრში.

პროგრამის ხანგრძლივობა — 3 წელი (6 სემესტრი) .

სემესტრი მოიცავს XX სასწავლო კვირას

სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი

პროგრამის ლიდერი: ქეთევან მდინარაძე

პროგრამის დამტკიცების თარიღი: #1/24; 16.01.2024; მოდიფიცირდა: #5/24, 20.09.2024

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის უფლება.

ბ) უცხოელი მოქალაქეების და მოქალაქეობის არმნე პირებისთვის (გარდაქო იმ პირებისთვის, ვინც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებიც მთლიანად მიიღებენ საქართველოში ან მისი ეკვივალენტური განათლება აღიარებული უცხოური ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.

გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში.

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ვ) მობილობის სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში N10/ნ (04.02.2010) მინისტრის ბრძანების უმაღლესი საგამანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის თანახმად.

უნივერსიტეტი ატარებს ინტერვიუს/გამოცდას იმ აბიტურიენტებთან, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაირიცხონ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. მათ უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

პროგრამის მიზანი

საბაკალავრო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების კომპლექსური სფეროების ფართო ცოდნის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება, რომელიც ბიზნესის მართვის თანამედროვე მოდელების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვით, ბიზნესის ეთიკური ნორმების დაცვით, მონაწილეობს ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებაში.

პროგრამის ამოცანებია:

  • მოამზადოს ბიზნესის მართვის საკითხების ფართო ცოდის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც თანამედროვე კონცეფციებისა და მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს ბიზნესის პოტენციალისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობას და გეგმავს ბიზნესის მიმდინარე და სამომავლო გეგმებს.
  • შეასწავლოს ბიზნეს-პროცესების კვლევის მეთოდები და ინსტრუმენტები, მართვის თანამედროვე მოდელებისა და ინოვაციების შესაბამისად განუვითაროს არგუმენტირებულად მსჯელობისა და ლოგიკური დასკვნების ჩამოყალიბების უნარი
  • გამოუმუშაოს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის უნარი;
  • გამოუმუშაოს სამეცნიერო სიახლეების მოძიებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი, ბიზნეს-საქმიანობაში ეთიკური და პროფესიული ქცევის, კორპორატიული კულტურისა და ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის უნარი;

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულები

1.      

აღწერს და განიხილავს ბიზნესის მართვის თეორიებსა და კონცეფციებს ბიზნეს სფეროში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესაბამისად;

2.      

აცნობიერებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების, ბიზნეს-ორგანიზაციების გამოწვევებს და შესაძლებლობებს და რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით აყალიბებს ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის რეკომენდაციებს.

3.      

ბიზნეს-ამოცანების გადასაჭრელად ახდენს ბიზნესის ინფორმაციის სანდო წყაროების იდენტიფიცირებას, აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას, შედეგად გამოყოფს ბიზნესის განვითარებაზე მოქმედ შიდა და გარე ფაქტორებს, ავლენს მასთნ დაკავშირებულ რისკებს და აყალიბებს რისკების მართვის გზებს

4.      

აფასებს სამეწარმეო, ფინანსური, მარკეტინგული, ოპერაციული და ადამიანური რესურსების განვითარების შესაძლებლობებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

5.      

რისკების გათვალისწინებით მონაწილეობს ორგანიზაციის სტრატეგიულ დაგეგმვასა და ოპერაციათა განხორციელებაში ლიდერის ან/და თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს არგუმენტირებულ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

6.      

ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროსთვის დამახასიათებელ კვლევით ნაშრომს და საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ახდენს მის პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე;

7.      

აფასებს და განსაზღვრავს პიროვნული და პროფესიული განვითარების საჭიროებას და მიმართულებებს ბიზნესისა და მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებადი გარემოს ანალიზის საფუძველზე.

8.      

საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და შესრულების პროცესში იცავს პროფესიული ეთიკის ნორმებს, იზიარებს ორგანიზაციის კორპორაციული კულტურის ღირებულებებს და სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე

კურსდამთავრებული დარგობრივთან ერთად შეიძენს ზოგადტრანსფერულ უნარებს და გამოცდილებას:

  1. საბაზისო მეცნიერების, უცხო ენის ფუნდამენტური საკითხების ცოდნა და უკანასკნელის განუწყვეტელი განახლების აუცილებლობის გაცნობიერება.
  2. მონაცემების კრიტიკული შეფასება, მათი დამოუკიდებელი ანალიზი, წერილობითი კომუნიკაციის უნარი. დისკუსიებში მონაწილეობა, პროფესიულ კონტექსტში მოლაპარაკება.
  3. სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი: ახალი ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გამოყენების უნარი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები და აქტივობები:

  • ლექცია
  • სამუშაო ჯგუფში მუშაობა
  • დისკუსია
  • ახსნა-განმარტება
  • ჯგუფური მუშაობა- (collaborative) მუშაობა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL)
  • შემთხვევის ანალიზი- (Case study)
  • დემონსტრირების მეთოდი (ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება)
  • პრაქტიკული მუშაობა
  • ინდუქცია
  • დედუქცია
  • ანალიზის მეთოდი
  • სინთეზის მეთოდი
  • როლური თამაში – Role play
  • პრეზენტაცია
  • თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება

სტუდენტის მიღწევების შეფასება

როგორც წესი სტუდენტის შეფასების მიღწევა ხორციელდება შეფასების ფორმებით:

  • შუალედური (მრავალჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %
  • შუალედური გამოცდის შეფასება – მაქსიმალური შეფასების 20%
  • დასკვნითი (ერთჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %

 

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ვერ ჩააბარა-ს მიღების შემთხვევაში უსდ ნიშნავს დამატებით გამოცდას  დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. 

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

 

შეფასების მეთოდები (შეფასების საშუალება): ზეპირი გამოკითხვა, კითხვა -პასუხი, MCQ, პრაქტიკული სამუშაო, პრეზენტაცია, როლური თამაში, CBL შეფასება, სამეცნიერო პროექტი • სხვ. (იხ. სილაბუსები)

შეფასების კრიტერიუმი: შეფასების მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში

შეფასების თითოეულ ფორმას (შუალედური შეფასება, შუალედური გამოცდა, დასკვნითი) განსაზღვრული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც, სასწავლო კურსის სპეციფიკისა და სწავლის შედეგების მიღწევის ინტერესის გათვალისწინებით, სხვადასხვა სასწავლო კურსში განსხვავებული შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

▪ შეფასებების მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილება სავალდებულოა.

▪ დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც: შუალედურ შეფასებაში მინიმალური დადებითი ქულა აქვს მოპოვებული.

საბაკალავრო ნაშრომი

საბაკალავრო ნაშრომი მოიცავს შუალედურ და დასკვნით შეფასებას. ნაშრომი ფასდება მაქსიმალური 100 ქულით. შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას მაქსიმალური 60 ქულა, და დასკვნით შეფასებას – მაქსიმალური 40 ქულა.

საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესი იხ. საბაკალავრო ნაშრომის შესრულების ინსტრუქციაში.

დასაქმების სფერო და სწავლის შემდგომ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია მაგისტრატურაში კანონმდებლობით დადგენილი წესით. რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.

დასაქმების სფერო

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი (როგორც მცირე და საშუალო, ასევე საერთაშორისო) დონის ბიზნეს-ორგანიზაციაში მისი კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობაზე.