სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამებზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად.

მაგისრანტობის კანდიდატმა სტატუსის მოპოვებისათვის საჭიროა გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდები და ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდგომ მიმართოს უნივერსიტეტს განცხადებით ჩარიცხვის შესახებ.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრი) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • დილომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტო-სურათი (3×4);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა ან მეურვის პირადობის მოწმობა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი (მიღწეული შედეგები).

მაგისტრანტობის კანდიდატმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. სხვა შემთხვევაში, ის ვერ მოხვდება ჩარიცხვის ბრძანებაში და ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს.