ვიცერექტორი

კახი ყურაშვილი

ბიოგრაფია

კახი ყურაშვილი 2023 წლიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცერექტორი. აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური, ასევე საჯარო და კერძო სექტორებში პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

2009-2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფს, 2009-2013 წლებში კი, იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე. 2019 წელს ხელმძღვანელობდა სამართლის დარგობრივი მახასიათებელის შემმუშავებელ ჯგუფს, არის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებელის (2020-2027) ერთ-ერთი თანაავტორი. 

2001-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ხელმძღვანელობდა სამართლებრივი რეფორმების უზრუნველყოფის განყოფილებას, 2003 – 2016 წლებში იყო სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2016-2023 წლებში – სს სილქნეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 

კახი ყურაშვილი ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის (ევროპის საბჭო, საერთაშორისო არბიტრაჟები) ეწევა საექსპერტო მომსახურებას. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

არის 20-ზე მეტი სამეცნიერო/აკადემიური ნაშრომის ავტორი, ათამდე საკანონმდებლო აქტის, მათ შორის – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების – თანაავტორი.

განათლება

კახი ყურაშვილს იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამართლის დოქტორის (იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო) აკადემიური ხარისხი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 

საკონტაქტო ინფორმაცია

vice-rector@iut.edu.ge