მედიცინა

მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესი

მედიცინის პროგრამის აღწერა

პროგრამის დასახელება: მედიცინა

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაცია –  დიპლომირებული მედიკოსი

პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი (1 ECTS კრედიტი შეესაბამება 30 საათს), 60 კრედიტი წელიწადში. 30 კრედიტი სემესტრში.

პროგრამის ხანგრძლივობა 6 წელი (12 სემესტრი) .

სემესტრი მოიცავს XX სასწავლო კვირას

სწავლების საფეხური: ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის ლიდერი: ნინო კასრაძე, ასოცირებული პროფესორი

პროგრამის დამტკიცების თარიღი: N 1/24; 16.01.2024

პროგრამის მოდიფიცირების თარიღი: N 5/24; 20.09.2024

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

საქართველოს მოქალაქეებისათვის

– პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე ან უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში (ინგლისურენოვან ქვეყანაში).
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

ინგლისური ენის კომპონენტი:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში ინგლისური ენის ჩაბარება აუცილებელი პირობაა (უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კოეფიციენტებისა და საგნობრივი მინიმალური ბარიერის გათვალისწინებით);
  • უცხოელი სტუდენტებისათვის ინგლისური ენის კომპონეტის შეფასება/დადასტურება ხორციელდება: პირის მიერ მინიმუმ ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®)EnglishScore და სხვ.

ან

  • ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტის (მაგ.: ატესტატი, სერტიფიკატი და სხვა) წარმოდგენისას და ასევე საქართველოს მოქალაქისთვის, რომელმაც ინგლისურ ენაზე უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი განათლება, ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომელიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდა უცხო ქვეყანაში და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს (მაგ.: ატესტატი, სერტიფიკატი და სხვა).

ან

  • თბილისის საერთაშორსისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სტანდარტიზებული (4 კომპონენტიანი: მოსმენა, წაკითხული ტექსტის გააზრებას, ანალიზი და საუბარი) გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სადაც დაუდასტურდებათ ინგლისური ენის ცოდნის ზემოხსენებული დონე (B1).

 

მობილობის დროს სტუდენტი, რომლებიც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში N10/ნ (04.02.2010) მინისტრის ბრძანების უმაღლესი საგამანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის თანახმად.

 

სწავლების მე-5 სემესტრის დაწყებამდე სტუდენტი ვალდებულია ინგლისური ენის B2 დონე დაადასტუროს.

პროგრამის მიზანი

  1. ბიოსამედიცინო, ქცევითი, სოციალური, ჯანდაცვის მეცნიერებების, ტრანსლაციური და მტკიცებითი მედიცინის პრაქტიკული მნიშვნელობის ცოდნისა და გაცნობიერების მქონე კურსდამთავრებულის მომზადება;
  2. ჯანმრთელობის პრობლემების ეფექტური დიაგნოსტირება, მართვა და პრევენციის განხორციელება, ეფექტური ინტერპერსონალური, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოყენებით.
  3. პროფესიული და ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით საზოგადოების ჯანმრთელობის, დღეგრძელობისა და კეთილდღეობის ერთობლივი საჭიროების გაცნობიერება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.
  4. სამეცნიერო და კლინიკური სიახლეების დამოუკიდებლად მოძიება, ანალიზი და გამოყენება ჯანმრთელობის პრობლემების გადასაწყვეტად;
  5. ცოდნის უწყვეტი განვითარებისადმი ცნობიერების ამაღლება და საკუთარი საქმიანობის სრულყოფასა და პროფესიულ წინსვლაზე მუდმივი ზრუნვა.

 

პროგრამის მიზნები უნივერსიტეტის მისიის, მიზნების და სტრატეგიული გეგმის შესაბამისია. ის საჯარო, ხელმისაწვდომი და გაზიარებულია პროგრამის შემუშავებაში ჩართული დაინტერესებული მხარეების მიერ.

სწავლის შედეგები

სწავლის შედეგი

1

აღწერს ადამიანის ორგანიზმის მაკრო და მიკროსტრუქტურას ნორმასა და პათოლოგიაში (უჯრედიდან ორგანოთა სისტემებამდე) ემბრიონალურ განვითარებას, ორგანიზმის მეტაბოლიზმს და სხეულის განვითარებას

2

განსაზღვრავს ბიოსამედიცინო, სოციალური, ქცევითი, ჯანდაცვის, კვლევითი და კლინიკური მეცნიერებების ფუნდამენტური საკითხების კლინიკური პრობლემებთან კორელაციას.

3

სამედიცინო გარემოში ეფექტური კომუნიკაციით (მათ შორის უცხო ენაზე), ინტერპერსონალური და პროფესიული უნარების გამოყენებით, კონსულტაციას უწევს პაციენტს/პაციენტის ახლობლებს, ურთიერთობს კოლეგებთან და საზოგადოებასთან ეთიკურ-სამართლებლივი პრინციპების დაცვით, მორალისა და ღირებულებების გათვალიწინებით.

4

ახორციელებს პაციენტის ფიზიკურ შეფასებას სხვადასხვა სამედიცინო დისციპლინებში ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით, ანამნეზზე დაყრდნობით, ადგენს დაავადების მართვის გეგმას რელევანტურ ინსტრუმენტალური და კლინიკურ კვლევების დანიშვნის, დიფერცირებული დიაგნოზის გატარების და საბოლოო დიაგნოზის დასმის შემდეგ.

5

პაციენტის ასაკის, სქესის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მართავს მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს , ტკივილსა და დისტრესს და აძლევს პაციენტს რელევანტურ რჩევა დარიგებებს (ჯანმრთელობის პრომოცია).

6

უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად ატარებს პირველად გადაუდებელ დახმარებას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის სარეანიმაციო ღონისძიებებს: Cardio Pulmonary Resuscitation, Basic Life Support, ACLS და სხვ.

7

გამოწერს მედიკამენტებს პაციენტის ასაკის, წონის, რისკ-ჯგუფების, ჩვენებების, უკუჩვენებების მედიკამენტების თავსებადობისა და ურთიერთქმედების გათვალიწინებით, აკავშირებს მედიკამენტებს შესაბამის კლინიკურ კონტექსტთან.

8

ატარებს საბაზისო სამედიცინო კლინიკურ ინვაზიურ (სიმულატორზე) და/ან არაინვაზიურ (პაციენტზე, მათ შორის სტანდარტიზებული პაციენტი – უშუალო სუპერვიზერის ხელმძღვანელობის ქვეშ, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის შემდეგ) პროცედურებს, ჩვენების , უკუჩვენების და გართულებების გათვალისწინებით

9

უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას (ვერტიკალური/ჰორიზონტალური) პაციენტთან პაციენტის ახლობლებთან, კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან და სხვ.

10

მუშაობს სამედიცინო მულტიკულტურულ გარემოში ეთიკურ სამართლებლივი პრინციპების გამოყენებით პაციენტის ღირსების, უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით.

11

სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის ეფექტურად იყენებს ინფორმაციასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს კონფიდენციალობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.

12

იძიებს სამედიცინო ლიტერატურას რელევანტური სამეცნიერო ბაზებიდან მტკიცებითი მედიცინის პრინციპების გათავალისწინებით PICO მეთოდით , აყალიბებს დასკვნებს კრიტიკული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, აკადემიური პატიოსნებისა და ეთიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

13

ადგენს საკვლევ კითხვას, პრობლემის იდენტიფიცირების, ლიტერატურის მოძიებისა და კვლევის დიზაინის შედგენის შემდეგ აწარმოებს კვლევას (სისტემური მიმოხილვა/ გამოკითხვა), მონაცემების ანალიზის შედეგ გამოაქვს დასკვნები და რეკომენდაციები.

14

აანალიზებს და მართავს ინფორმაციას პოპულაციის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისა და ხელშეწყობისათვის

15

ჯანდაცვის სექტორში განაახლებს ცოდნას მთელი ცხოვრების მანძილზე და ახდენს ახალ გარემოში ადაპტაციას.

კურსდამთავრებული დარგობრივთან ერთად შეიძენს ზოგადტრანსფერულ უნარებს და გამოცდილებას :

  1. საბაზისო მეცნიერების, უცხო ენის ფუნდამენტური საკითხების ცოდნა და უკანასკნელის განუწყვეტელი განახლების აუცილებლობის გაცნობიერება
  2. მონაცემების კრიტიკული შეფასება, მათი დამოუკიდებელი ანალიზი, წერილობითი კომუნიკაციის უნარი. დისკუსიებში მონაწილეობა, პროფესიულ კონტექსტში მოლაპარაკება.
  3. სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი: ახალი ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გამოყენების უნარი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები და აქტივობები:

  • ლექცია
  • გადაბრუნებული საკლასო ოთახი
  • PBL
  • CBL
  • Brainstorming
  • როლური თამაშები
  • ჯგუფური მუშაობა
  • TBL
  • სწავლება სიმულატორების გამოყენებით
  • სწავლება SP/Real/VR პაციენტთან ერთად
  • ლაბორატორიული სამუშაო
  • პაციენტის საწოლთან სწავლება
  • ამბულატორიული მოვლის სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა
  • დემონსტრირების მეთოდი (ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება)

სტუდენტის მიღწევების შეფასება

როგორც წესი სტუდენტის შეფასების მიღწევა ხორციელდება შეფასების ფორმებით:

  • შუალედური (მრავალჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %
  • შუალედური გამოცდის შეფასება – მაქსიმალური შეფასების 20%
  • დასკვნითი (ერთჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %

 

შეფასების მეთოდები (შეფასების საშუალება): ლაბორატორიული სამუშაო, MCQ, OSCE, პრაქტიკული სამუშაო, ზეპირი გამოკითხვა, კითხვა -პასუხი, პრეზენტაცია, როლური თამაში, CBL შეფასება, სამეცნიერო პროექტი • სხვ. (იხ. სილაბუსები)

შეფასების კრიტერიუმი: შეფასების მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში.

შეფასების თითოეულ ფორმას (შუალედური შეფასება, შუალედური გამოცდა, დასკვნითი) განსაზღვრული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც, სასწავლო კურსის სპეციფიკისა და სწავლის შედეგების მიღწევის ინტერესის გათვალისწინებით, სხვადასხვა სასწავლო კურსში განსხვავებული შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

▪ შეფასებების მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილება სავალდებულოა.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც: შუალედურ შეფასებაში მინიმალური დადებითი ქულა აქვს მოპოვებული.

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ვერ ჩააბარა-ს მიღების შემთხვევაში უსდ ნიშნავს დამატებით გამოცდას  დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. 

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლება აქვს, გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში, ან გაიაროს რეზიდენტურის კურსი და უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი, როგორც მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი (კანონი `უმაღლესი განათლების შესახებ, (47¹ -ე მუხლი), დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლებას იძლევა.

დასაქმების სფერო

კანონმდებლობის თანახმად მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. იმუშაოს უმცროს ექიმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით (საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5).
  2. განახორციელოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ მოითხოვს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.