კვლევითი პროექტები და გრანტები

მწვანე ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში

კვლევა მოიცავს საქართველოში ფუნქციონირებადი ბიზნეს სუბიექტების შესწავლას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით. 

კვლევის მეთოდები: თვისებრივი კვლევა და კაბინეტური კვლევა

კვლევის შედეგი: კვლევის შედეგად საფუძველი ჩაეყრება ბიზნესში ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზაციის აქტივობებს, ბიზნეს სექტორთან უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობას. 

პროფილის შესწავლა შექმნის შესაძლებლობას, რომ დადგინდეს ძირითადი სექტორები, რომლებშიც დანერგილია ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიები; ასევე, გამოიკვეთოს ის სექტორები, სადაც ჯერ კიდევ არ აქვს საფუძველი ჩაყრილი მათ დანერგვა-გამოყენებას; გამოიკვეთოს პრობლემები ამ მიმართულებით და დაისახოს მათი აღმოფხვრის გზები; დაიგეგმოს საკონსულტაციო და საექსპერტო თანამშრომლობა შესაბამის ბიზნეს-სუბიექტებთან.

ბიზნეს კლიმატის კვლევა საქართველოში ეკო-მეგობრული პროდუქტების მიმართულებით

კვლევის მიზანია ბიზნეს კლიმატის შესწავლა საქართველოში ეკომეგობრული პროდუქტების მიმართულებით და ქართული და უცხოური წარმოების, სხვადასხვა სახის პროდუქტის კვლევა, რომელიც გამოტანილია სარეალიზაციოდ. კვლევა მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე ეკომეგობრული პროდუქტების რეალიზაციისთვის ხელსაყრელი და ხელისშემშლელი ფაქტორების, ასევე – მათზე მოთხოვნის სტატისტიკის შესწავლას. კვლევის შედეგებს გაითვალისწინებენ ეკომეგობრული პროდუქტების მწარმოებლები საქართველოში და იმპორტიორი კომპანიები, თუ ისინი გადაწყვეტენ ამ მიმართულებით განვითარებასა და გაფართოებას.

კვლევის მეთოდები: თვისებრივი კვლევა, რაოდენობრივი კვლევა, კაბინეტური კვლევა.

კვლევის შედეგები: კვლევის შედეგად საფუძველი ჩაეყრება ეკომეგობრული პროდუქტების პოპულარიზაციასა და ბიზნეს სექტორთან უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობას.

კვლევა დაეხმარება ქართულ და უცხოურ კომპანიებს ქართულ ბაზარზე ეკომეგობრული პროდუქტების რეალიზებისა და მასში ინვესტირების შესაძლებლობების გადახედვაში.

ეკომეგობრული პროდუქტების პროფილის შესწავლა შექმნის შესაძლებლობას, დადგინდეს ძირითადი სექტორები, რომლებშიც შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა. ამასთან ერთად, კვლევა გამოავლენს საქართველოს ეკო-მეგობრული პროდუქტების ბაზარზე არსებულ ბარიერებს, რომლებიც ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, ასევე, შემუშავდება ამ ბარიერების დაძლევის გზები.

ციფრული ტექნოლოგიები სტომატოლოგიაში

კვლევის მიზნები: განისაზღვროს ხელოვნური ინტელექტის როლი სტომატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში; შეფასდეს საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სტომატოლოგიაში გამოყენების წინაშე არსებული გამოწვევები და ამ კუთხით განვითარების პერსპექტივები; განისაზღვროს თანამედროვე სტომატოლოგიაში ციფრული ტექნოლოგიების როლი და მათი გამოყენების აუცილებლობა.

კვლევის მეთოდები: გამოკითხვა, ფოკუს ჯგუფი.

კვლევის შედეგი: გამოიკვეთება მსოფლიოში უკვე დანერგილი და აქტუალური ციფრული ტექნოლოგიები და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარები, აღნიშნული უნარების მქონე სპეციალისტების მიმართულებით არსებული გამოწვევები. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით არსებული პრობლემები. მომზადდება რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე და როგორ მოახერხოს კლინიკამ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება.

პაციენტის კმაყოფილების ხარისხი სტომატოლოგიურ სფეროში

კვლევის მიზნები: საქართველოში პაციენტების კმაყოფილების დონის განსაზღვრა, სტომატოლოგიური მომსახურებების გაწევის შემდეგ.

კვლევის მეთოდები: გამოკითხვა, ფოკუს ჯგუფები. 

კვლევის შედეგი: კვლევის შედეგად განისაზღვრება პაციენტის კმაყოფილების ხარისხი სტომატოლოგიურ მომსახურების სხვადასხვა მიმართულებებით.  მათ შორის,  კომუნიკაცია, მკურნალობის შედეგები და საერთო გამოცდილება. მიღებულ უკუავშირზე დაყრდნობით, შემუშავდება დასკვნები და რეკომენდაციები, რათა მითითებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში დაიხვეწოს ან/და გაუმჯობესდეს მომსახურება.

ფარმაცევტული ბიოტექნოლოგია და ალტერნატიული მედიცინის ზოგიერთი მიმართულება საქართველოში

კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ფარმაცევტული ბიოტექნოლოგიის გამოყენებისა და ალტერნატიული მედიცინის მიმართულებების, კერძოდ, ფოტოთერაპიისა და ჰომეოპათიის მიმართ, საზოგადოების ცნობადობის, კმაყოფილების კვლევას, ამ სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენას.

კვლევის მეთოდები: გამოკითხვა; ფოკუს ჯგუფები. 

კვლევის შედეგი: კვლევის შედეგად განისაზღვრება ფარმაცევტული ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენების ტენდენციები ქართულ ფარმაციაში; ალტერნატიული მედიცინის, კერძოდ, ფიტოთერაპიისა და ჰომეოპათიის ცნობადობის დონე საზოგადოებაში, მოთხოვნა და პაციენტების კმაყოფილების დონის კვლევა ამ მიმართულებით. მიღებულ უკუავშირზე დაყრდნობით შემუშავდება შესაბამისი დასკვნები.

ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები საქართველოში

კვლევის მიზანია ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომების საზოგადოებაში ცნობადობის და მათ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილების, პოპულარიზაციის და ამ სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა. 

კვლევის მეთოდი: გამოკითხვა. 

კვლევის შედეგი: გამოკითხვისთვის შედგება სპეციალური კითხვარები, რომელთა შედეგებიც გაანალიზდება და მომზადდება შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.