პროგრამის დასახელება: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაცია – ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი (1 ECTS კრედიტი შეესაბამება 25 საათს) , 60 კრედიტი წელიწადში. 30 კრედიტი სემესტრში.
პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელი (8 სემესტრი) .
სემესტრი მოიცავს XX სასწავლო კვირას
სწავლების საფეხური: პირველი საფეხური, ბაკალავრიატი
პროგრამის ლიდერი: ასოცირებული პროფესორი თეონა შავშიშვილი
პროგრამის თანახელმძღვანელი: ზვიად თავბერიძე
პროგრამის დამტკიცების თარიღი: N 1/24; 16.01.2024
პროგრამის მოდიფიცირების თარიღი: N 5/24; 20.09.2024
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის უფლება.
ბ) უცხოელი მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდაქო იმ პირებისთვის, ვინც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებიც მთლიანად მიიღებენ საქართველოში ან მისი ეკვივალენტური განათლება აღიარებული უცხოური ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით.
გ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში.
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ვ) მობილობის სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში N10/ნ (04.02.2010) მინისტრის ბრძანების უმაღლესი საგამანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის თანახმად.
უნივერსიტეტი ატარებს გამოცდას იმ აბიტურიენტებთან, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაირიცხონ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. მათ უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
კლინიკური დისციპლინების შესწავლამდე სტუდენტი ვალდებულია ინგლისური ენის B2 დონე დაადასტუროს.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრების მომზადება, რომელთაც ექნებათ სათანადო ცოდნა და აღჭურვილი იქნებიან უნარებითა და იმ პროფესიონალური ღირებულებებით – რომელიც საქართველოს და მსოფლიო ბაზრისათვის მოთხოვნადია თანამედროვე რეალობაში.
სწავლის შედეგები | |
კურსდამთავრებული: | |
1 | ფლობს ზოგად ცოდნას საბაზისო და თანამედროვე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საბუნებისმეტყველო, ქცევითი და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. |
2 | დეტალურად აღწერს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის როლს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და აღდგენის პროცესში. |
3 | აანალიზებს თანამედროვე ფიზიკური მედიცინის რეაბილიტაციის მეთოდებსა და მიდგომებს და იყენებს თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებს; |
4 | აფასებს ფიზიკურ მდგომარეობას, ადგენს ფიზიოთერაპიის ინდივიდუალურ გეგმას ფიზიკური ფაქტორების გათვალისწინებით და ძირითადი კინეზოთერაპიისა და ფიზიოთერაპიის ტექნიკის გამოყენებით. |
5 | შეიმუშავებს და განახორციელებს რეაბილიტაციის სფეროსათვის დამახასიათებელი კვლევითი/პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და წარადგენს კონტექს ტისთვის შესაბამისი ფორმებითა და ტექნოლოგიებით; |
6 | ირჩევს სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხანგრძლივობას და ინტენსივობას და ახორციელებს ფიზიკურ რეაბილიტაციას პრაქტიკაში, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. |
7 | მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განახორციელებს პაციენტზე ორიენტირებულ მაღალი ხარისხის რეაბილიტაციულ დახმარებას ინტერპროფესიული ურთიერთობების გათვალისწინებით პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით |
8 | ადგენს საკუთარი სწავლის პროცესისა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმას იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად. |
როგორც წესი სტუდენტის შეფასების მიღწევა ხორციელდება შეფასების ფორმებით:
შეფასების მეთოდები (შეფასების საშუალება): ლაბორატორიული სამუშაო, MCQ, OSCE, პრაქტიკული სამუშაო, ზეპირი გამოკითხვა, კითხვა -პასუხი, პრეზენტაცია, როლური თამაში, საბაკალავრო ნაშრომი და სხვ. (იხ. სილაბუსები)
შეფასების კრიტერიუმი: შეფასების მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში
შეფასების თითოეულ ფორმას განსაზღვრული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც, სასწავლო კურსის სპეციფიკისა და სწავლის შედეგების მიღწევის ინტერესის გათვალისწინებით, სხვადასხვა სასწავლო კურსში განსხვავებული შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.
შეფასებების მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილება სავალდებულოა.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც: შუალედურ შეფასებაში მინიმალური დადებითი ქულა აქვს მოპოვებული.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ვერ ჩააბარა-ს მიღების შემთხვევაში უსდ ნიშნავს დამატებით გამოცდას დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
ფიზიკური მედიცინის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე, თუ სამაგისტრო პროგრამის წინაპირობა არ არის შეზღუდული კონკრეტული სპეციალობის ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხით.
„ფიზიკური მედიცინის ბაკალავრის“ აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლო სფეროებია საჯარო და კერძო სექტორები, სპორტული ფედერაციები, სპორტული, გამაჯანსაღებელი და ფიტნეს კლუბები, ჯანდაცვის ნებისმიერი ობიექტები.