ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

აკრედიტებული

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აღწერა

პროგრამის დასახელება:  ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა –

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს და კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ უნივერსიტეტში მოქმედ ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამებზე, თავიანთი არჩევანის შესაბამისად.

პროგრამის მოცულობა: — 60 კრედიტი

პროგრამის ხანგრძლივობა — 1 წელი (2 სემესტრი) .

სემესტრი მოიცავს 20 სასწავლო კვირას

პროგრამის ლიდერი: ნანა ქირია, ფილოლოგიის დოქტორი.

პროგრამის დამტკიცების თარიღი:  12.12.2024 საუნივერსიტეტო საბჭოს სხდომაზე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

  1. თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს პირს/საქართველოს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულ მოქალაქეს, რომელიც ჩააბარებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგად უნარებს აზერბაიჯანულენოვანი, ან აფხაზურენოვანი, ან ოსურენოვანი, ან სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე და გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
  2. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროგრამის მიზანი

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეუქმნას სათანადო პირობები ხარისხიანი განათლების მისაღებად და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის, რათა

კურსდამთავრებულმა – საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა, სომეხმა, აფხაზმა და ოსურენოვანმა სტუდენტებმა, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლებამინიჭებულმა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, წარმატებით დაძლიონ მათ წინაშე არსებული ენობრივი ბარიერი და სრულყოფილად ჩაერთონ სამოქალაქო პროცესებში.

პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსების წარმატებით გავლის შედეგად, სტუდენტებმა უნდა მიაღწიონ ქართულის, როგორც მეორე ენის, B2 დონეზე ცოდნას, ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობით (მიღებულია სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის 2018 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე, ოქმი #7 დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 394-ე დადგენილებით 2020 წლის 30 ივნისს). სტუდენტებს საკმარისად უნდა ჰქონდეთ განვითარებული ენობრივი და საკომუნიკაციო უნარები უმაღლეს სასწავლებელში ლექციების ქართულ ენაზე მოსასმენად, გასაგებად და ქართულ ენაზე ურთიერთობის დასამყარებლად. პროგრამით გათვალისწინებული კურსები სტუდენტებს უვითარებს ქვემოთ ჩამოთვლილ კომპეტენციებს:

ლინგვისტური კომპეტენცია – ქართული ენის საბაზისო ლექსიკური მარაგის ათვისება, ლოგიკურად და გრამატიკულად გამართული გამოთქმებისა და ფრაზების ჩამოყალიბების უნარი;

სოციოლინგვისტური კომპეტენცია – კონკრეტული კომუნიკაციური ამოცანის შესაბამისად ზეპირი და წერითი კომუნიკაციების კომპეტენციის საფუძვლების დაუფლება;

დისკურსული კომპეტენცია – განსხვავებული ჟანრის ტექსტების სტრუქტურულ მახასიათებლებში გარკვევა, სათანადო სტრატეგიების გამოყენება მისი შექმნისა და გაგებისათვის;

სოციოკულტურული კომპეტენცია – ქართული ენობრივ-კულტურული თავისებურებების გაცნობიერება, მოცემულ სოციოკულტურულ გარემოში ადაპტირება;

სოციალური კომპეტენცია – თავის დამკვიდრება არსებულ სოციალურ გარემოში კონფლიქტების გარეშე;

სტრატეგიული კომპეტენცია – საჭიროების შემთხვევაში, საკომუნიკაციო ხარვეზის ეფექტურად გადაჭრა ვერბალური და არავერბალური სტრატეგიების გამოყენების გზით.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულები

1.     ცოდნა/გაცნობიერება:

1.1. აქვს საბაზისო ცოდნა ზოგადად ქართულ ენასა და მის მნიშვნელობაზე;

1.2. ფლობს ქართული ენის საბაზისო ლექსიკურ მარაგს; თანმიმდევრულად იყენებს ლექსიკური ერთეულებს და აყალიბებს გააზრებულ წინადადებებს ზეპირად და წერილობით; კითხულობს/იგებს ენობრივი კომპეტენციის ფარგლებში;

1.3. იაზრებს ქართული ენის სისტემის (ფონეტიკა-ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთქმედებას. პრაქტიკულად იყენებს მორფოლოგიურ და სინტაქსურ წესებს.

2.     უნარი:

2.1. პრაქტიკულად იყენებს ქართულ ენას საკომუნიკაციო და აკადემიური მიზნებისათვის;

2.2. აქვს ქართულ ენაზე სხვადასხვა ტიპის (ასევე, შერჩეული დარგობრივი მიმართულების მიხედვით) ტექსტების მოსმენის, გაგების, თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და რეპროდუცირების უნარი.

3.       პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

 

3.1. სტუდენტს შეუძლია დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება საინფორმაციო წყაროებიდან, მათ შორის ინტერნეტის/თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით და ქართულ ენაზე კომუნიკაციისას საჭიროებისამებრ გამოყენება;

3.2. შეუძლია დამოუკიდებლად ქართული ენის ცოდნის შემდგომი გაღრმავება და გამდიდრება;

3.3. ეთიკის ნორმების დაცვით, სტუდენტი აყალიბებს საკუთარ პოზიციას ზეპირი და წერითი ფორმით;

3.4. აქვს გარკვეული ცოდნა საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე, ქართული კულტურის ურთიერთმიმართებაზე სხვა ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებთან; აღიქვამს კულტურულ განსხვავებულობას და ტოლერანტულია სხვა კულტურათა მიმართ; პატივს სცემს დემოკრატიულ ღირებულებებს.

კურსდამთავრებული დარგობრივთან ერთად შეიძენს ზოგადტრანსფერულ უნარებს და გამოცდილებას.

  1. მონაცემების შეფასება და ანალიზი, წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
  2. დისკუსიებში მონაწილეობა.
  3. სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი: ახალი ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გამოყენების უნარი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები და აქტივობები:

  • ლექცია
  • სამუშაო ჯგუფში მუშაობა
  • პრაქტიკული მეცადინეობა
  • სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობა

სწავლება-სწავლის შესაბამისი აქტივობებია:

  • დისკუსია/დებატები
  • ჯგუფური (collaborative) მუშაობა
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
  • როლური და სიტუაციური თამაშები
  • თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება
  • გონებრივი იერიში (Brain storming)
  • დემონსტრირების მეთოდი
  • პრეზენტაცია
  • ინდუქციური მეთოდი
  • დედუქციური მეთოდი
  • ანალიზის მეთოდი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • პრაქტიკული მეთოდები

სტუდენტის მიღწევების შეფასება

როგორც წესი სტუდენტის შეფასების მიღწევა ხორციელდება შეფასების ფორმებით:

  • შუალედური (მრავალჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 60 %
  • მათ შორის:
  • შუალედური გამოცდის შეფასება – მაქსიმალური შეფასების 20%
  • დასკვნითი (ერთჯერადი) შეფასება – მაქსიმალური შეფასების 40 %

 

შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ვერ ჩააბარა-ს მიღების შემთხვევაში უსდ ნიშნავს დამატებით გამოცდას  დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. 

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში დამატებითი გამოცდა დაინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ დღეში. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F- 0.

 

შეფასების მეთოდები (შეფასების საშუალება): ზეპირი გამოკითხვა, წერითი გამოკითხვა, კითხვა-პასუხი, პრაქტიკული სამუშაო, პრეზენტაცია, როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა და სხვ. (იხ. სილაბუსები)

შეფასების კრიტერიუმი: შეფასების მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით, რითაც დგინდება სწავლის შედეგების მიღწევის დონე და დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში.

შეფასების თითოეულ ფორმას (შუალედური შეფასება, შუალედური გამოცდა, დასკვნითი) განსაზღვრული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც, სასწავლო კურსის სპეციფიკისა და სწავლის შედეგების მიღწევის ინტერესის გათვალისწინებით, სხვადასხვა სასწავლო კურსში განსხვავებული შეიძლება იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს. შეფასებების მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედურ შეფასებაში მინიმალური დადებითი ქულა აქვს მოპოვებული.

დასაქმების სფერო და სწავლის შემდგომ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე, ბაკალავრიატში /ერთსაფეხურიან პროგრამებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;