მობილობის წესით ჩარიცხვა

უნივერსიტეტში მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების შესაბამისად.

პროცედურა:

1. მობილობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა საქართველოს ავტორიზებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი ერთი წელი (არ ითვლება სტატუსის შეჩერების პერიოდი);

2. მობილობის ვაკანსიები სკოლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად ქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე;

3. დადგენილ ვადებში მობილობის მსურველი რეგისტრირდება ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/;

4. დადგენილ ვადებში მობილობის მსურველს ევალება წარმოადგინოს უნივერსიტეტში ყველა საჭირო წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტი და განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მობილობის მსურველის მიერ გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ;

5. კრედიტების აღიარების შემდგომ მობილობის მსურველი იღებს გადაწყვეტილებას თანხმობა/არ თანხმობის განაცხადზე ხელის მოწერის შესახებ;

6. თანხმობის შემთხვევაში უნივერსიტეტი ახვედრებს მობილობის მსურველს მობილობის ბრძანების პროექტში და დადგენილ ვადებში ასახავს ინფორმაციას სტუდენტების ერთიან რეესტრში;