ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები

Cambridge Journals Online

 –  წარმოგვიდგენს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მიმართულებების ჟურნალებს, მათ შორისაა: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.

e-Duke Journals Scholarly Collection

 –  წარმოდგენილია ჟურალები შემდეგი მიმართულებით: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books

 –  წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით. წიგნების უმეტესი ნაწილი ეხება საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების,  ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ. 

European Respiratory Journal

 – წარმოადგენს კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზას, იმავე სახელწოდების ჟურნალით. მოცემულია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს.

 – წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე არსებული ჟურნალები, რომელთა ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია. აქვე შეხვდებით სამედიცინო და სპორტის ინჟინერიას, აგრეთვე საავიაციო და მანქანათმშენებლობის მიმართულებებს.

Mathematical Sciences Publishers Journals

– წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და სხვა მისი მომიჯნავე დისციპლინებიდან. ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია

Openedition Journals

 – წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.

Royal Society Journals Collection

 – წარმოდგენილია ბიოლოგიურ მეცნიერების და მისი მომიჯნავე დისციპლინების დარგობრივი მიმართულების ჟურნალები – ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია.

 – წარმოდგენილია სამეცნიერო, აკადემიური, მაღალრეიტინგული ჟურნალები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან.

The Company of Biologists' Journals

 – წარმოგიდგენთ ჟურნალს, რომელიც მოიცავს განვითარების, უჯრედული მეცნიერებისა და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს.ებიდან.

ACM Digital Library

 – ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები. აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები, და სხვა ციტირებულ ნაშრომები. ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება.