უნივერსიტეტი თანამშრომლობს წამყვან კლინიკებთან და კლინიკური საგნების სწავლება ხდება კლინიკის სივრცეში. კლინიკური სწავლების ოფისი ჩართულია კლინიკური სასწავლო კურსების სწავლების ხარისხის მონიტორინგში, მუდმივად განიხილავს ლექტორებისა და სტუდენტების აზრს და აძლევს უკუკავშირს.
კლინიკური სწავლების ოფისი ახდენს ახალი კლინიკების მოძიებას და მათთან თანამშრომლობის ინიცირებას.
კლინიკური სწავლების ოფისი ჩართულია ინტეგრირებული სასწავლო კურსების საგამოცდო მასალების მომზადებაში, სიმულაციური და სტანდარტული პაციენტების ტრენინგებსა და ლექტორების გამართული საგამოცდო პროცესისათვის მომზადებაში.