თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების, უნივერსიტეტის დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, უნივერსიტეტის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავების საფუძველია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG), ბოლონიის პროცესი და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ჩარჩო–დოკუმენტები, საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, უნივერსიტეტის დებულება, მისია, ხედვა, სტრატეგიული განვითარების გეგმა.
ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელების მთავარი მიზანია უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება და ცნობადობის ამაღლება, სწავლა-სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის გზით.
ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მთავარი ამოცანაა სწავლა-სწავლების და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო მობილობის გაზრდის, ერთობლივი პროგრამების შემუშავება-განხორციელებისა და კურიკულუმის მიღმა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარების გზით.
ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა გამომდინარეობს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან და განსაზღვრავს სტრატეგიული განვითარების გეგმაში მოცემულ სწავლების, კვლევისა და თანამშრომლობის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებს.