თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ლადო მკერვალიშვილი ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, ლეიდენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეს დაესწრო და დეტალურად გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ლეიდენის უნივერსიტეტი სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს.
ლეიდენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რექტორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ევროპაში მოთხოვნად მიმართულებებზე, რათა მოამზადოს კონკურენტუნარიანი ბაკალავრი, რომელსაც სწავლების შემდეგ საფეხურზე შეეძლება ახალი ცოდნის და უნარების შეძენა.
ლეიდენის უნივერსიტეტი 1575 წელს დაარსდა და არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კვლევითი უნივერსიტეტი ევროპაში. უნივერსიტეტს აქვს შვიდი ფაკულტეტი და კამპუსი როგორც ლეიდენში, ისე – ჰააგაში.