IUT-მ პორტუგალიის, უკრაინისა და მოლდოვის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IUT), საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობისა და აკადემიური მრავალფეროვნების გასაძლიერებლად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამ უცხოურ უნივერსიტეტთან – მოლდოვის თავისუფალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან.

IUT-სა და მოლდოვის თავისუფალ საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს ერთობლივი ინიციატივების ფართო სპექტრს. შეთანხმება ასახავს ორმხრივ ვალდებულებებს და ფოკუსირებულია შემდეგ საკითხებზე:

  • ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება
  • სამეცნიერო სტატიების დაბეჭდვას
  • ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების დაგეგმვა
  • ორმხრივ სტუდენტთა მობილობას
  • ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნა
  • ერთობლივ კულტურულ საქმიანობა
  • საგანმანთლებლო პროგრამების განვითარებისათვის ერთმანეთის გამოცდილების  გაზიარება
  • ფაკულტეტის წევრებისა და კურსდამთავრებულების გაცვლას ლექციებისა და დისკუსიებისთვის
  • სემინარებსა და აკადემიურ შეხვედრებში მონაწილეობას
  • აკადემიური მასალების და პუბლიკაციების გაცვლა

 

ეს სტრატეგიული პარტნიორობა მიზნად ისახავს, რომ შექმნას ძლიერი პლატფორმა აკადემიური ცოდნის გაზიარებისა და კულტურული მრავალფეროვნებისთვის.

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  ოფიციალურად გააფორმა მემორანდუმი ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან. მემორანდუმი გულისხმობს :

  • აკადემიური პერსონალის მობილობას
  • სამეცნიერო სტატიების დაბეჭდვას
  • ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების დაგეგმვას
  • ორმხრივ სტუდენტთა მობილობას
  • აკადემიური მასალების და პუბლიკაციების გაცვლა

 

პარალელურად, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ასევე ოფიციალურად გააფორმა მემორანდუმი საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან. ურთიერთთანამშრომლობა გულისხმობს:

  • კვლევით საქმიანობას საერთო ინტერესის სფეროებში
  • აკადემიური პერსონალის მობილობას
  • სტუდენტთა ორმხრივ მობილობას
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის ერთმანეთის გამოცდილების  გაზიარებას
  • ლექტორების საერთაშორისო მობილურობას ტრენინგებსა და კვლევებში მონაწილეობისთვის, მათთვის საქმიანობის საერთო ინტერესების სფეროებში

 

ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს შექმნას იდეების, რესურსების და ექსპერტიზის დინამიური გაცვლა, ხელი შეუწყოს თანამშრომლობით გარემოს, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორებსა და აკადემიურ საზოგადოებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის – საერთაშორისო უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გახსნის ახალ გზებს აკადემიური ზრდისთვის, ხელს შეუწყობს კულტურათაშორის ურთიერთგაგებას, შექმნის მრავალფეროვან გარემოსა და პერსპექტივებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

Share the Post: