2024 წლის 17 იანვარს, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ მკერვალიშვილმა, უნივერსიტეტის დებულების, მართვის ორგანოების ფორმირების წესისა და ჯანდაცვისა და ბიზნესის სკოლების საბჭოების სხდომის ოქმების საფუძველზე, საუნივერსიტეტო საბჭოს განახლებული – რვა კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა.
საუნივერსიტეტო საბჭოს წევრები არიან:
- ვლადიმერ მკერვალიშვილი – რექტორი, თავმჯდომარე;
- კახი ყურაშვილი – ვიცერექტორი, ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
- ნინო სეფაშვილი – სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი (მდივანი);
- ნინო კასრაძე – ჯანდაცვის სკოლის დეკანი;
- ქეთევან მდინარაძე – ბიზნესის სკოლის დეკანი;
- ვახტანგ ანთია – ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
- თამარ შარაშენიძე – ჯანდაცვის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
- ინგა ბაქრაძე – ჯანდაცვის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
საუნივერსიტეტო საბჭო უნივერსიტეტის მართვის ორგანოა, რომელიც 3 წლის ვადით ირჩევა. საუნივერსიტეტო საბჭოს წევრთა არჩევა და არჩევნების ჩატარების წესი განსაზღვრულია „თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ფორმირების წესით“.
თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში რამდენიმე სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რაც კიდევ უფრო აფართოებს გლობალური თანამშრომლობის ჰორიზონტს.