თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

17.05.2024

ბიზნესის სკოლაში (ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე):

  • პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი  – 2 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;

 

ჯანდაცვის სკოლაში (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე):

  • პროფესორი  – 1  საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი  – 2 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;

 

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა  საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • CV (რეზიუმე), ქართულ და ინგლისურ ენეზე, ბეჭდური და ელექტრონული სახით;
  • აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
  • უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები (არაუმეტეს 3-ისა);
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
  • უცხო ენის (პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა”.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი _ საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა;
  • მეორე ეტაპი _ გასაუბრება;

 

კონკურსის ვადები:

  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება განხორციელდეს 2024 წლის  18 ივნისიდან  21 ივნისის ჩათვლით.
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 25 ივნისისა;
  • მეორე ეტაპი გაიმართება არაუგვუანეს 2024 წლის 27 ივნისისა.
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2024 წლის 28 ივნისისა.
  • კონკურსანტების მიერ სააპელაციო განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით პერიოდში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

კონკურსანტებს განაცხადება შეუძლიათ გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე info@iut.edu.ge ან წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. #35, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე (ტელ: 2 55 33 33)

 

Share the Post: