შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
1. ჯანდაცვის სკოლაში:
1.1. მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე:
* პროფესორი – 6 საშტატო ერთეული
* ასოცირებული პროფესორი – 6 საშტატო ერთეული
* ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
* ასისტენტი – 2 საშტატო ერთეული
1.2. ფარმაციის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე:
* პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
* ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
* ასისტენტ -პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
* ასისტენტი – 2 საშტატო ერთეული
1.3. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე:
* პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
* ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
* ასისტენტ -პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
* ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული
2. ბიზნესის სკოლაში:
2.1. ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე:
* პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
* ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
* ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
* ასისტენტი – 2 საშტატო ერთეული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი ან დოქტორანტის სტატუსი; სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა.
აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნას პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე:
1. კლინიკურ დისციპლინებში:
მოთხოვნები:
შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატის ქონა.
გამოცდილება:
ა) პროფესორს: პედაგოგიური – სულ მცირე 6 წელი, კლინიკური – სულ მცირე ბოლო 9 წელი;
ბ) ასოცირებულ პროფესორს: პედაგოგიური – სულ მცირე 3 წელი, კლინიკური – სულ მცირე ბოლო 5 წელი;
გ) ასისტენტ-პროფესორს: კლინიკური – სულ მცირე ბოლო 3 წელი;
დ) ასისტენტს – დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში.
2. ინგლისური ენის ფლობის მიმართულებით:
ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე 3 წლის გამოცდილება ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
– განცხადება;
– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
– CV (რეზიუმე), ქართულ და ინგლისურ ენეზე, ბეჭდური და ელექტრონული სახით;
– აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
პ.ს. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
– ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები (არაუმეტეს 3-ისა);
– უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
– უცხო ენის (პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
– სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
– სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
ღია კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
მეორე ეტაპი – გასაუბრება.
კონკურსის ვადები:
* აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 5 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ყოველ დღე, კვირა დღის ჩათვლით, ელექტრონულად – ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@iut.edu.ge ან ფაქტობრივ მისამართზე: თბილისი, ქსნის ქუჩა #35, საკონკურსო კომისიის მდივანი (თამთა უგულავა), 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე (საკ. ტელ: 2 55 33 33);
* კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2024 წლის 12 და 13 სექტემბერს;
* კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 2024 წლის 16 სექტემბერს;
* კონკურსის შედეგების გაცნობა/გამოქვეყნება განხორციელდება კონკურსის მეორე ეტაპის
დასრულებისთანავე – 2024 წლის 16 სექტემბერს;
* კონკურსანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 17 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ დღე, კვირა დღის ჩათვლით, ელექტრონულად ან ფაქტობრივ მისამართზე.
პ.ს. კონკურსის დასრულების შემდეგ არჩეული კანდიდანტის დოკუმენტაცია (უნივერსიტეტის დებულებით განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად) ჩაეკვრება მის პირად საქმეში, ხოლო სხვა კანდიდატებს დოკუმენტები უბრუნდებათ უკან (მათი სურვილის შემთხვევაში) ან 1 თვის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.