თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აი იუ თი – ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ადმინისტრაციული და დამხმარე პოზიციების დასაკავებლად:

  1. პოზიცია – ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით;
  • შეიმუშავებს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის, სწავლის ხარისხის ამაღლების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების საკითხებზე;
  • ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესებისათვის;
  • ახორციელებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს;
  • ხელს უწყობს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
  • ამზადებს წინადადებებს უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაზე;
  • უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების წარმართვას;
  • განახორციელებს უნივერსიტეტის განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს და ანალიზს და წარუდგენს მონიტორინგის ჯგუფს;
  • განახორციელებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების 7 წლიანი გეგმის შესრულების მონიტორინგს და ანალიზს და წარუდგენს მონიტორინგის ჯგუფს;
  • ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • განათლების ხარისხის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობა.

 

 

  1. პოზიცია – ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს ყველა იმ ღონისძიების განხორციელებას, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, კერძოდ:

  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის, სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;
  • მონაწილეობს ხარისხის საუნივერსტეტო პოლიტიკის ხარისხის უზრუნველყოფის შეფასების (მატერიალურ–ტექნიკური რესურსის, პერსონალის, საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო კურსების სილაბუსები; სამეცნიერო/კვლევითი მუშაობის და სხვა) კრიტერიუმებისა და პროცედურების შემუშავებაში;
  • მონაწილეობს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში;
  • მონაწილეობს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებისათვის თვითშეფასების ფორმების და თანდართული დოკუმენტების მომზადებაში;
  • მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების, სილაბუსების, სასწავლო პროცესის და სამეცნიერო/კვლევითი მუშაობის მონიტორინგის ფორმების შემუშავებაში;
  • მონაწილეობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამისა და პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის შეფასების კითხვარის შემუშავების პროცესებში;
  • მონაწილეობს აკადემიური/მოწვეული პერსონალის თვითშეფასების კითხვარის შემუშავების პროცესში; მონაწილოეობს კითხვარების დამუშავების და შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პროცესში;
  • უზრუნველყოფს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სამსახურისათვის;
  • ახორციელებს ჯანდაცვის სკოლასთან ხარისხის მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას
  • ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • განათლების ხარისხის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

  1. პოზიცია – სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის კანცელარიის უფროსი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საქმის წარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზებას;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტში დოკუმენტაციის მიმოსვლას და სისტემატიზაციას;
  • განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მის შემდგომ ადრესირებას და ამზადებს შესაბამის პასუხებს;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებების რეგისტრაციას და უნივერსიტეტის თანამშრომლებამდე დაყვანას;
  • არის დიპლომების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი და ევალება: ბეჭდვით ორგანოში დიპლომების დასაბეჭდად რექტორის სათანადო ბრძანებების წარდგენა; დიპლომების/დიპლომების დუბლიკატების კონტროლი, მისი სრულყოფა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად მათი გაცემის წარმოება; ჩამოსაწერი დიპლომების ჩამოწერის განხოციელება;
  • უნივერსიტეტის მიერ გასაცემი სერთიფიკატების გაცემის წარმოება;
  • ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • უსდ-ში საკანცელარიო საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

  1. პოზიცია – სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის კანცელარიის სპეციალისტი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას;
  • უზრუნველყოფს დოკუმენტაციის გაგზავნას ფოსტის ან/და კურიერის მეშვეობით;
  • ოპერირებას უწევს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პროგრამის საქმის წარმოების მოდულს;
  • ასრულებს კანცელარიის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • უსდ-ში საკანცელარიო საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

  1. პოზიცია – სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით)

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • ახორციელებს სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საბაკავრო, ერთსაფეხურიან  და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე;
  • ახორციელებს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პროგრამის მონიტორინგს;
  • აწარმოებს სტრუდენტთა ერთიან რეესტრს;
  • აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს;
  • ახორციელებს სტუდენტების მობილობის პროცესს;
  • ახორციელებს აბიტურიენტების ჩარიცხვის პროცედურებს (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტების);
  • ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • უსდ-ში სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება და რეესტრების წარმოების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

  1. პოზიცია – სასწავლო და ადმინისტრაციულ საქმეთა მართვის დეპარტამენტის კანცელარიის არქივის უფროსი (არქივარიუსი)

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • იღებს, აღრიცხავს და ინახავს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქმისწარმოებით დამთავრებულ და არქივზე გადაცემულ მასალას;
  • ახორციელებს არქივში დაცული დოკუმენტაციის სისტემატიზაციას;
  • დეკანატს აწვდის სტუდენტთა სტატუსის აღდგენის პროცესში აღდგენის მსურველთა პირად საქმეს;
  • ვალდებულია კანცელარიის უფროსთან ერთად ყოველი სასწავლო წლის დასასრულისათვის მოითხოვოს სტუდენტთა პირადი საქმეები და არქივში დასაცავი დოკუმენტაცია დადგენილი წესის შესაბამისად;
  • პასუხისმგებელია არქივში დაცულ მკაცრად აღრიცხვის დოკუმენტებზე (დიპლომი და ატესტატი), მათ შენახვასა და დადგენილი წესის მიხედვით გაცემაზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში;
  • ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საარქივო საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

  1. პოზიცია – საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • მონაწილეობს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების მონიტორინგის პროცესში;
  • სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს კორესპოდენციებს და აქტების პროექტებს;
  • უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნათა შესრულებას კომპეტენციის ფარგლებში და მონაცემების დაყვანას სტრუქტურულ ერთეულებამდე;
  • სისტემატურად აღრიცხავს სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდას, რის შესახებაც ანგარიშს ყოველთვიურად წარუდგენს რექტორს და დეკანებს დადგენილი წესის შესაბამისად;
  • სამსახურის უფროსს აწვდის ინფორმაციას სტუდენტის სწავლის საფასურის სემესტრული დარიცხვების შესახებ;
  • აწარმოებს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პროგრამის საფინანსო მოდულს: გადახდის ინდივიდუალური და სტანდარტული გრაფიკების შედგენა და მონიტორინგი;  ყოველდღიურად სტუდენტთა სწავლის საფასურის გატარება/დაფიქსირება; სტუდენტთა დაფინანსების შესახებ ინფორმაციის ასახვა;
  • სამსახურის უფროსს წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის მატერიალურ- ტექნიკური ბაზისა და სხვა სახის ქონების აღრიცხვას (ინვენტარიზაციას);
  • კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების საფინანსო მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

  1. პოზიცია – საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • ახორციელებს უნივერსისტეტის ბრენდის პოლუპარიზაციასა და საუნივერსიტეტო პროდუქტების / სერვისების პრომოციას; ზრუნავს უნივერსიტეტის იმიჯზე;
  • უზრუნველყოფს სამსახურის ფუნქციების განხორციელებისათვის ძირითადი სამუშაოების დაგეგმვას და პერიოდულად წარადგენს რექტორის წინაშე ანგარიშს; პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციების განხორციელებაზე;
  • ახორციელებს შიდა საუნივერსიტეტო კომუნიკაციას;
  • ახორციელებს ვებ-გვერდის ადმინისტრირებას სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის გვერდების სოციალურ ქსელებში მართვას;
  • ახორციელებს საუნივერსიტეტო ღონისძიებების დაგეგმვას;
  • უზრუნველყოფს სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო/სამეცნიერო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას;
  • ახორციელებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების რექტორთან, ვიცე რექტორთან, აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა-ორგანიზებას;
  • საჭიროებისამებრ ახდენს პრესკონფერენციების და საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე სემინარების, ტრეინინგების ორგანიზებას;
  • უზრუნველყოფს ვებგვერდის ყველა რუბრიკის სისტემატურ ზედამხედველობას და არსებული ინფორმაციის განახლებას საჭიროების შემთხვევაში; პასუხისმგებელია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის, როგორც სტილისტურ, ასევე შინაარსობრივ სისწორეზე;
  • უნივერსიტეტის ვებგვერდზე განათავსებს ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებისა და პოტენციური სტუდენტებისთვის;
  • უზრუნველყოფს საჭიროებისამებრ პოლიგრაფიული ნაწარმის დაბეჭდვასა და გამოყენებას; უნივერსიტეტის სარეკლამო მასალის დაბეჭდვა/დამზადების უზრუნველყოფას;
  • უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვას (მათ შორის ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის კუთხით კომპეტენციის ფარგლებში);
  • თანამშრომლობს სარეკლამო კომპანიებთან და  ხელმძღვანელობს კრეატიულ სამუშაოს (სარეკლამო კონცეპციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინისა და სხვა მასალების შემუშავება);
  • უზრუნველყოფს მარკეტინგული კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის და სამსახურის დებულებებით, უნივერსიტეტის აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • PR-სა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა.

 

 

  1. პოზიცია – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • საუნივერისიტეტო ცხოვრებისა და ღონისძიებების შესახებ აწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს;
  • მონაწილეობს პრესკონფერენციების, შეხვედრების, ღონისძიებების ორგანიზებაში და განხორციელებაში;
  • მონაწილეობას იღებს საუნივერსიტეტო ატრიბუტიკის დამზადებაში;
  • მონაწილეობს მარკეტინგული კვლევების განხორციელებაში;
  • ამზადებს პრესრელიზებს;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ათავსებს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში;
  • ახდენს ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსებას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • PR-სა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში;
  • კულტურული პროგრამის ფარგლებში ასრულებს თანმხლების ფუნქციებს;
  • მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო გრანტების მოსაპოვებელი კონკურსების გავრცელებაში;
  • ემსახურება უნივერსიტეტში ჩარიცხულ/ ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს და პროფესორებს: კონსულტაცია სავიზო პროცედურებზე, კულტურული პროგრამის ორგანიზება, სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • ემსახურება პარტნიორ უნივერსიტეტებში თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას: კონსულტაცია სავიზო პროცედურებზე, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • აწარმოებს მთარგმნელობით საქმიანობას: უცხოენოვანი კორესპონდენციის, სასწავლო- სამეცნიერო და ადმინისტრაციული შინაარსის დოკუმენტაციის თარგმნა და უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურისათვის მიწოდება;
  • ახორციელებს სამსახურში შემოსული და გასული კორესპონდენციის, საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ხელშეკრულებების სისტემატიზაციას;
  • პასუხისმგებელია გაცვლითი პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე (ვებგვერდი, სკოლები, სტენდები);
  • ამზადებს რექტორის/ვიცე რექტორისა და სხვა პირების საქმიან ვიზიტებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
  • მეორე უცხო ენის (ერთ-ერთი: გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული, არაბული ენა) A2 დონეზე;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა.

 

 

  1. პოზიცია – უწყვეტი განათლებისა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • ორგანიზებას უწევს ცენტრის ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ცენტრის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
  • უზრუნველყოფს რეგულარული ტრენინგების გეგმის შედგენას და განხორციელებას, რომლებიც ცენტრმა წლის მანძილზე უნდა შესთავაზოს ადმინისტრაციულ, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს, სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს;
  • უზრუნველყოფს შრომის ბაზრის დინამიკის რეგულარულ ანალიზს, თუ რა სახის სატრენინგო კურსებზეა მზარდი მოთხოვნა;
  • უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების პროგრამების გეგმის შედგენას და განხორციელებას, რომელიც ცენტრმა წლის მანძილზე უნდა შესთავაზოს დაინტერესებულ პირებს;
  • უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების პროგრამების შემუშავებას ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ფონდებთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით;
  • უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების პროგრამების პოპულარიზაციას და განხორციელებას;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის აქტებითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • უწყვეტი განათლების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • კოორდინირებას უწევს პერსონალის გამოკითხვის პროცესს ხარისხის მართვის დეპარტამენტთან ერთად;
  • გამოკითხვების შედეგების შესაბამისად ახდენს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსების საჭიროების განსაზღვრას და დაგეგმვას;
  • კოორდინირებას უწევს აკადემიური პერსონალის არჩევის პროცედურას;
  • კოორდინირებას უწევს ადმინისტრაციული პერსონალის არჩევის პროცედურას;
  • ასრულებს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს;
  • ახორციელებს სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და ტექნიკურ დამუშავებას;
  • უზრუნველყოფს პერსონალის პირადი საქმის მოწესრიგებას და კონტროლს;
  • ახორციელებს სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სამუშაოებს;
  • უზრუნველყოფს კონკურსების ორგანიზების საკითხების მოგვარებას;
  • ასრულებს სხვა დავალებებს, რომლებიც გამომდინარეობს სამსახურის ფუნქციებიდან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – კვლევითი ცენტრის კვლევითი პროექტების განყოფილების უფროსი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში;
  • უნივერსიტეტის კვლევითი პროექტების შერჩევის წესის შესაბამისად ახორციელებს უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების სრულ ადმინისტრირებასა და მონიტორინგს;
  • უზრუნველყოფს კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო პირობების შემუშავებასა და კონკურსის გამოცხადებას, კონსულტაციების ჩატარებას, მიღებული დარგობრივი საექსპერტო დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენას;
  • ამზადებს დამტკიცებული პროექტების ავტორებთან დასადები ხელშეკრულების პროექტს, ათანხმებს და გასაფორმებლად გადასცემს უნივერსიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურს;
  • საუნივერსიტეტო საბჭოს წარუდგენს ინფორმაციას მიმდინარე პროექტების შესახებ;
  • უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევით თემებსა და პროექტებში მოწვეული პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობას;
  • ავრცელებს მიმდინარე და დასრულებული კვლევითი პროექტების და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციას.
  • უწევს დახმარებას უნივერსიტეტის პერსონალს კვლევითი გრანტების მოპოვებაში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საგრანტო პროექტების განხორციელების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ორივე ენაზე;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – კვლევითი ცენტრის სპეციალისტი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტთათვის სამეცნიერო ფორუმების ჩატარების ორგანიზებას;
  • ახორციელებს აქტივობებს თანამშრომელთა და სტუდენტთა სამეცნიერო მობილობის ხელშეწყობისათვის;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პროექტებში სტუდენტთა მონაწილეობის წახალისებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
  • ახდენს ცენტრის პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კვლევითი პროექტების განხორციელების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ორივე ენაზე;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – ლოჯისტიკის და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მომარაგებას საჭირო მატერიალური ფასეულობებით, მასალებით, სამეურნეო, საკალნცელარიო ინვენტარით;
  • აწარმოებს მიღებული და გაცემული საქონლის დოკუმენტურ აღრიცხვას;
  • ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვას;
  • ახორციელებს შენობის, მოწყობილობების ლიფტის, ელ.ძალოვანი
    განათების, გათბობის, წყალგაყვანილობის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა სისტემების გამართულ ფუნქციონირებას;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შენობის ყველა სივრცის (სასწავლო ფართი, დამხმარე ფართი, რეკრიაციული სივრცე) ყოველდღიურ დალაგებას და დასუფთავებაზე ზედამხედველობას;
  • ამარაგებს ექიმს და დამლაგებელს საჭირო მასალებით და ინვენტარით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – ბიბლიოთეკარი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნი, პერიოდული გამოცემა) მოძიებას და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისთვის წარდგენას;
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტების შესწავლა- შემოწმებას;
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პატენტები, საავტორო მოწმმობები, ტექნიკური გამოგონებათა აუდიოვიზუალური ინფორმაციის და რეგისტრაციას და მიმართულების მიხედვით განაწილებას;
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტის ტექნიკურ დამუშავებას;
  • უზრუნველყოფს მსურველების ბიბლიოთეკის მკითხველებად დარეგისტრირებას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე;
  • უზრუნველყოფს მკითხველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით;
  • იღებს წიგნებს, უზრუნველყოფს მათ დამუშავებას საბიბლიოთეკო საერთაშორისო სტანდარტებით ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან ერთად;
  • უზრუნველყოფს წიგნების აღრიცხვას ელექტრონულ და ქაღალდის კატალოგებში;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ გამოწერილი პერიოდიკის დამუშავებასა და აღრიცხვას;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში სათანადო წესრიგის დაცვას;
  • ემსახურება მკითხველებს სამკითხველო დარბაზში;
  • ასრულებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბიბლიოთეკო საქმის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ორივე ენაზე;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – კარიერული და სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • ორგანიზებას უწევს ცენტრის ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ცენტრის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
  • უზრუნველყოფს რეგულარული ტრენინგების გეგმის შედგენას და განხორციელებას, რომლებიც ცენტრმა წლის მანძილზე უნდა შესთავაზოს სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს;
  • უზრუნველყოფს კონსულტაციების გაწევას სტუდენტებისთვის/ კურსდამთავრებულებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების საკითხებზე, მათ სწორ პოზიციაზე განთავსებას მათივე კარიერული მიზნების გათვალისწინებით;
  • უზრუნველყოფს დამსაქმებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას, ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერების დეტალური საკონტაქტო ინფორმაციით;
  • უზრუნველყოფს დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინირებას, რეგულარული კონტაქტების დამყარებას დამსაქმებლებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
  • უზრუნველყოფს სტუდენტების / კურსდამთავრებულთა მონაცემთა გადაგზავნას კონკრეტულ ვაკანსიებზე, ასევე სტაჟირებისა თუ დასაქმების შესაძლებლობების მოძიებას;
  • უზრუნველყოფს შრომის ბაზრის
    რეგულარულ ანალიზს, არსებული ვაკასიების მონიტორინგს;
  • უზრუნველყოფს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში სტუდენტების / კურსდამთავრებულების დახმარებასა და ხელშეწყობას;
  • უზრუნველყოფს დამსაქმებლებთან მიზნობრივი შეხვედრების მოწყობას;
  • უზრუნველყოფს სატრენინგო პროგრამების (კომპეტენციის ფარგლებში) გამოვლენას, პოპულარიზაციას და განხორციელებას;
  • უზრუნველყოფს შემოქმედებითი საღამოების, ვიქტორინების, სპორტული შეჯიბრებების, სოციალური პროექტების და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო კონმუნიკაციის განხორციელებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან,  ორგანიზაციებთან, სახელოვნებო და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვ.;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის აქტებითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კარიერული და სტუდენტური სერვისების მიწოდების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ორივე ენაზე;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მრავალმხრივი კომუნიკაციის, ორგანიზებისა და მულტიკულტურული გარემოში მუშაობის / პროცესების მართვის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – სკოლის აკადემიური პროცესების მართვის მენეჯერი – 2 საშტატო ერთეული

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • ახდენს სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას: ახორციელებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს და შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების დასაფიქსირებლად ადგენს შესაბამის დოკუმენტს; მონიტორინგის პროცესში მოპოვებულ მასალებს წარუდგენს დეკანს და დეკანის მოადგილეს შემდგომი რეაგირების მიზნით;
  • მონაწილეობს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა ადმინისტრაციულ რეგისტრაციაში;
  • აწარმოებს უნივერსიტეტის სტუდენტების მონაცემთა ბაზას და პასუხისმგებელია ამ ბაზის განახლებაზე სკოლის კომპეტენციის ფარგლებში;
  • უზრუნველყოფს სტუდენტთა პირადი საქმის წარმოებას;
  • ამზადებს ცნობებს კომპეტენციის ფარგლებში;
  • მონაწილეობს სსსმ სტუდენტების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში;
  • მონაწილეობს სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესში;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში და სემესტრის განმავლობაში ახორციელებს სტუდენტთა ფინანსური ვალდებულებების შესრულების კონტროლს;
  • ახორციელებს მონიტორინგს სტუდენტთა შუალედური და დასკვნითი/დამატებითი გამოცდების შედეგების აღრიცხვაზე;
  • ახორციელებს სტუდენტთა დასწრების მონიტორინგს;
  • ახორციელებს საგამოცდო მასალების მოგროვებას  და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის/ საგამოცდო ცენტრისათვის  გადაცემას;
  • სკოლის სტუდენტებთან აქვს კომუნიკაცია მათი სასწავლო პროცესსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით: ახდენს სტუდენტების კონსულტირებას სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე; ახდენს სტუდენტების ინფორმირებას სასწავლო ცხრილში შეტანილი ცვლილებების, დაგეგმილი ლექცია – პრაქტიკული მეცადინეობის შესაძლო გაცდენა /აღდგენის შესახებ; ახდენს სტუდენტების ინფორმირებას აკადემიური კალენდრით განსაზღვრული აქტივობების შესახებ, ინდივიდულაური სასწავლო გეგმის ფორმირების შესახებ, თავისუფალი კომპონენტის და/ ან დამატებითი პროგრამის (არსებობის შემთხვევაში) არჩევის შესახებ;
  • ახორციელებს თითოეული სტუდენტის აკადემიური მდგომარეობის შესწავლას (თვალყურის მიდევნება აგროვებს თუ არა სტუდენტი სავალდებულო კრედიტების რაოდენობას, გააფორმა თუ არა სასწავლო ხელშეკრულება და ა. შ).
  • მონაწილეობს სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის პროცესში და ეხმარება მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტს ადაპტაციასა და სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვაში;
  • ახორციელებს პროფესორთა კონსულტაციების მონიტორინგს.
  • ასრულებს უნივერსიტეტის დეკანის დავალებებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მულტიკულტურული გარემოში მუშაობის / პროცესების მართვის უნარი.

 

 

  1. პოზიცია – დაცვის თანამშრომელი

 

სამსახურებრივი ფუნქციები:

  • ყოველდღიუარად ამოწმებს სამეთვალყურეო კამერებს, ათვაალიერებს კორპუსს: ამოწმებს ბიბლიოთეკის, კომპიუტერული კლასების, ლაბორატორიების, კაბინეტების და სამუშაო ოთახების მდგომარეობას;
  • ამოწმებს სატელეფონო კავშირს, უნივერსიტეტის გარე და შიდა განათების გამართულად მუშაობას და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ახდინოს დროულ რეაგირებას;
  • იცავს მასზე მიმაგრებულ ქონებას დაზიანებისაგან, ხანძრისაგან, კრიმინალური ხელყოფისაგან;
  • ვალდებულია განუწყვეტლივ იმყოფებოდეს ობიექტზე, სამეთვალყურეო კამერების და სასიგნალიზაციო მოწყობილობების მეშვეობით აკონტროლოს არსებული ვითარება და აღკვეთოს უნივერსიტეტის შინაგანაწესის ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის ალკოჰოლიანი სასმელების შემოტანა კორპუსში, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას კორპუსში რაიმე ინვენტარის ან ნივთის შემოტანა-გატანა რექტორის ნებართვის გარეშე;
  • უზრუნველყოს კორპუსში ძირითადი და სათადარიგო გასასვლელების გამავლობა და აღმოფხვრას მათი ჩახერგვა სხვადასხვა სახეობის ინვენტარითა და მაკულატურით;
  • სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მუდმივად გამართულ მდგომარეობაში იქონიოს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, კერძოდ, სახანძრო ონკანები, ცეცხლმაქრები და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები;
  • სამუშაო საათების დამთავრებისას მოახდინოს დათვალიერება ელექტრო განათების სრული გამორთვით, გარდა მორიგე განათებისა, რომელიც მუდმივად უნდა იყოს ჩართული;
  • ფანჯრების საკეტების, ლუქების დაზიანების ან ხანძრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინოს: უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პოლიციას, სახანძრო სამსახურს და სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად მიიღოს ზომები დასაცავ ობიექტზე შეღწეული პირის დასაკავებლად;
  • კონკრეტული დარღვევის გამოვლენის შემდეგ შეადგინოს ოქმი დანიშნულებისამებრ წარსადგენად;
  • საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება.
  • უზრუნველყოს სსსმ პირების დახმარება;
  • უზრუნველყოს უნივერსიტეტის შენობაში შეუფერხებელი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;
  • შეასრულოს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სხვა მითითებები.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობა.

 

სამუშაო პირობები:

დატვირთვა: სრული  (კვირეული 35-40 საათი);

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული ან ინდივიდუალაური (შეთანხმებით);

სახელფასო სარგო: ინდივიდუალურად შეთანხმებული.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iut.edu.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 30 აგვისტოს 24.00 საათამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ  სასურველი ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@iut.edu.ge.

საკონკურსო კომისია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის  2 და 3 სექტემბერს მისამართზე: 35, ქსნის ქუჩა, თბილისი, საქართველო.

აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. გაცნობებთ, რომ თქვენ რეზიუმეში შეტანილი თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 1 თვის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები განადგურდება აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (აი იუ თი)  მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Share the Post: