მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთი, საინტერესო და ინოვაციური პროექტი განხორციელდება თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს მეცნიერების პოპულარიზაციაში,  ჯანდაცვის მიმართულებით.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, 2025 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ერთვება პროექტის „სურსათის უვნებლობა და სწორი კვება, როგორც მეცნიერება“ განხორციელებაში, როგორც ძირითადი საუნივერსიტეტო ბაზა.

უნივერსიტეტი, ფართო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და  სურსათის უვნებლობისა და სწორი კვების, როგორც მეცნიერების წარმოსაჩენად, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას, მეცნიერებით.

პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – რუსუდან კვარაცხელია.

Share the Post: