თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი 15 ოქტომბრიდან აცხადებს კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

მიმართულებები:

გრანტების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. მედიცინა და რეაბილიტაცია
  2. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  3. ინჟინერია და თანამედროვე ტექნოლოგიები;
  4. თანამედროვე ტექნოლოგიები სტომატოლოგიაში;
  5. ბიზნესი და ჯანდაცვა;
  6. სტომატოლოგია

 

საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის პირობები

  1. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე 2 ეგზემპლარად.
  2. განაცხადის შემოტანისას წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ,,კვლევითი  პროექტების  შერჩევის  წესი“-ს მე-2 ნაწილის  მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან განმცხადებლის შესაბამისობის შესახებ;

ბ)  განცხადება (დანართი 1);

გ)  განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი 2);

დ) პროექტის რეზიუმე (1 გვერდი);

ე)  საპროექტო წინადადება (დანართი 3); (არაუმეტეს 5 გვერდისა).

ვ) პროექტის ბიუჯეტი (დანართი 4);

ზ) პროფესიული ავტობიოგრაფია (CV), თითოეული მონაწილისათვის ცალ-ცალკე (დანართი 5);

თ) აპლიკანტის პირადობის მოწმობის  ასლი;

ი) სარეკომენდაციო წერილი იმ პირისგან, ვინც კარგად იცნობს აპლიკანტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს, სამეცნიერო მოღვაწეობას. რეკომენდაციის ფორმა (დანართი 6);

კ) თანადაფინანსების შემთხვევაში, მისი დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი:

  • დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს თანადაფინანსების მოცულობა
  • თანადამფინანსებელი შესაძლოა იყოს როგორც მონაწილე მხარე, ასევე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია.

 

კონკურსის ვადები:

  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2024 წლის 15 იანვრის ჩათვლით;
  • წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა) – 2024 წლის 20 იანვარი;
  • კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ – 2024 წლის 24 იანვარი
  • კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება საუნივერსიტეტო საბჭოს მიერ – 2025 წლის 7 თებერვალი
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2025 წლის 10 თებერვალი
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2025 წლის 12-19 თებრვალი

 

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის ვადა გათვალისწინებული უნდა იყოს გრანტის მიღებიდან 68 თვე.

პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 15 ნოემბერი 18:00 საათზე.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: – https://meet.google.com/uni-ifye-imb

პროექტთან დაკავშირებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე: info@iut.edu.ge

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

Share the Post: