3 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს „თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და „ნიშის უნივერსიტეტს“ შორის.
მემორანდუმი გულისხმობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას და მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალისა თუ სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას.
ნიშის უნივერსიტეტი სერბეთში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია, რომელიც 1965 წლიდან ფუნქციონირებს.