შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (აი იუ თი) მასწავლებლის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის,  აცხადებს ღია აკადემიურ კონკურსს

შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (აი იუ თი) მასწავლებლის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის,  აცხადებს ღია აკადემიურ კონკურსს შემდეგი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად:

  1. პროფესორი – 5 საშტატო ერთეული (განათლების მეცნიერების დოქტორი – 3, ფილოლოგიის (ქართული ენა და ლიტერატურა) დოქტორი – 2);
  2. ასოცირებული პროფესორი – 6 საშტატო ერთეული (განათლების მეცნიერების დოქტორი – 1, ფილოლოგიის (ქართული ენა და ლიტერატურა) დოქტორი – 2, ფილოლოგიის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) – 1, ფსიქოლოგიის დოქტორი – 1, ისტორიის დოქტორი – 1);
  3. ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (ფილოლოგიის (ქართული ენა და ლიტერატურა) დოქტორი -1).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს შესაბამის მიმართულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  2. ასოცირებულ პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს შესაბამის მიმართულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  3. ასისტენტ-პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს შესაბამის მიმართულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

პ.ს. აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნას პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. statement;
  2. copy of identity document;
  3. CV (რეზიუმე), ქართულ და ინგლისურ ენეზე სახით;
  4. Copies of academic degree awarding document/documents;
  5. The documents confirming the education/qualification received abroad (if any) must be accompanied by a notarized Georgian translation and a document recognizing the education received abroad issued by the National Center for the Development of the Quality of Education of the Ministry of Education and Culture;
  6. ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები (არაუმეტეს 2-ისა);
  7. List of works, textbooks, monographs, articles published in the last 10 years or copies;
  8. Notice issued by the service agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia about the conviction for committing a crime against sexual freedom and inviolability.

 

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევის და შემდგომ გასაუბრების საფუძველზე.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება განხორციელდება  2024 წლის  6 დეკემბრიდან  9 დეკემბრამდე,  უქმე/დასვენების დღეების ჩათვლით პერიოდში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. 35, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე (ტელ: 2 55 33 33)  ან ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, იგივე ვადაში გამოგზავნით (ელ.ფოსტა: info@iut.edu.ge ).

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება და კონკურსანტებისათვის გაცნობა განხორციელდება  2024 წლის 10 დეკემბერს. კონკურსის შედეგების გასაჩივრებისა და სააპელაციო განაცხადების შეტანა განხორციელდება 2024 წლის 11 დეკემბრიდან 12 დეკემბრის  ჩათვლით პერიოდში.

კონკურსის დასრულების შემდეგ არჩეული კანდიდანტის დოკუმენტაცია (უნივერსიტეტის დებულებით განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად) ჩაეკვრება მის პირად საქმეში, ხოლო სხვა კანდიდატებს დოკუმენტები უბრუნდებათ უკან (მათი სურვილის შემთხვევაში) ან 1 თვის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.

Share the Post: