საგანმანათლებლო ცენტრმა „CODE BLUE”-მ და თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჰიბრიდული კურსი, „გველის ნაკბენი და პირველადი დახმარება“ ჩაატარა

2024 წლის ივნისში საგანმანათლებლო ცენტრმა „CODE BLUE”-მ და თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჰიბრიდული კურსი, „გველის ნაკბენი და პირველადი დახმარება“ ჩაატარა.

კურსის თეორიულ ნაწილს ონლაინ რეჟიმში გაუძღვა ექიმი ნიხილ პოლი ინდოეთიდან. ექიმი ნიხილ პოლი არის გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი და კასტურბას სამედიცინო კოლეჯის (ინდოეთი) ასოცირებული პროფესორი.

პრაქტიკულ ნაწილს ჩაატარა ჯანდაცვის სკოლის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ექიმმა ნინო კასრაძემ.

Share the Post: